Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
რეგულირების საფასურის შესახებ article 71 გარდამავალი დებულებანი. 1. ამ კანონის 5-1 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმის დამტკიცებამდე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების (ან წიაღით სარგებლობის) ლიცენზიის მფლობელი რეგულირების საფასურს იხდის არაუგვიანეს ყოველი მომდევნო თვის 15 რიცხვისა, მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის ჯამური ოდენობის მიხედვით, თანაბარ ნაწილებად. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების (ან წიაღით სარგებლობის) ლიცენზიის მფლობელი, რომლის ლიცენზიით პირდაპირ არ არის განსაზღვრული მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის ჯამური ოდენობა, წლიური მაქსიმალური ოდენობა ან ყოველდღიური ოდენობა სასარგებლო წიაღისეულის კონკრეტული სახეობისთვის, რეგულირების საფასურს იხდის ფაქტობრივად მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ოდენობის მიხედვით, არაუგვიანეს ყოველი მომდევნო თვის 15 რიცხვისა. 2. შავ ზღვაში თევზჭერის ლიცენზიის მფლობელი ამ კანონით დადგენილ რეგულირების საფასურს 2016-2017 წლების თევზჭერის სეზონისთვის განსაზღვრული კვოტის ფარგლებში იხდის ლიცენზიით გათვალისწინებული პროცენტის მიხედვით მოსაპოვებელი თევზის რესურსის (ქაფშიის) სრული ოდენობის შესაბამისად, არაუგვიანეს 2017 წლის 31 ივლისისა. |
რეგულირების საფასურის შესახებ article 71 3. 2025 წლის 1 იანვრამდე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს მიერ ამ კანონის შესაბამისად მიღებული რეგულირების საფასურის ნაწილი სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოსთან შეთანხმებით, ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე მიიმართება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − გარემოს ეროვნული სააგენტოს ანგარიშზე მისი ბიუჯეტის ფორმირების მიზნებისთვის, მისივე ფუნქციების შესასრულებლად. |