Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
საექიმო საქმიანობის შესახებ article 98 ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ღონისძიებები. 1. დიპლომისშემდგომი განათლება (პროფესიული მზადება) აკრედიტებულ დაწესებულებებში ან/და სასწავლებლებში განხორციელდეს 2009 წლის 1 მარტიდან. 2. 2009 წლის 1 მარტამდე მიღებული რეზიდენტების/მაძიებლების მზადება გაგრძელდეს დაწესებულების ან/და სასწავლებლის მიერ შესაბამისი აკრედიტაციის მოპოვების მიუხედავად, დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) პროგრამის დასრულებამდე. 3. დაევალოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, შეიმუშაოს და დაამტკიცოს: ა) პროფესიული განვითარების საბჭოს დებულება – 2008 წლის 15 მაისამდე; ბ) უწყვეტი სამედიცინო განათლების ცალკეული ფორმებისა და პროფესიული რეაბილიტაციის წესები, აგრეთვე აკრედიტაციის წესი და კრიტერიუმები – 2009 წლის 1 მარტამდე; გ) რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვისა და შეფასების წესები; დ) იმ სამედიცინო დაწესებულებების ან/და სასწავლებლების აკრედიტაციის კრიტერიუმები და წესი, რომლებშიც შესაძლებელია დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლა; |
საექიმო საქმიანობის შესახებ article 98 ე) დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლის დამადასტურებელი სახელმწიფო მოწმობის ფორმა, ერთიანი რეზიდენტურის და რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლებისათვის (პროფესიული მზადებისათვის) – 2008 წლის 31 დეკემბრამდე; ვ) სუბსპეციალობაში დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი საბუთის – სუბსპეციალობის მოწმობის ფორმა – 2008 წლის 31 დეკემბრამდე; ზ) ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესი და პირობები; თ) ცალკეულ საექიმო სპეციალობებში რეზიდენტურაში ჩარიცხვის წესი. 4. დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) პროგრამების აკრედიტაციის წესი და კრიტერიუმები განისაზღვროს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ერთობლივი ბრძანებით 2009 წლის 1 მარტამდე. 5. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატისათვის ან მედიცინის მეცნიერებათა დოქტორისათვის ექიმი სპეციალისტის სახელმწიფო სერტიფიკატის გაცემის საფუძვლად ჩაითვალოს: |
საექიმო საქმიანობის შესახებ article 98 ა) სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებლის წერილობითი განცხადება, რომელიც შეიცავს განმცხადებლის სახელს, გვარს, დაბადების ადგილსა და საცხოვრებელი ადგილის მისამართს, აგრეთვე მითითებას, თუ რომელი საექიმო სპეციალობით აპირებს მაძიებელი სახელმწიფო სერტიფიკატის მიღებას; ბ) უმაღლესი სამედიცინო საგანმანათლებლო ცენზის დამადასტურებელი სახელმწიფო საგანმანათლებლო სერტიფიკატი; გ) მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის ან მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის დიპლომის ასლი, რომლითაც დასტურდება სამეცნიერო ხარისხის 1997 წლის 1 ნოემბრამდე მინიჭება; დ) შესაბამისი საექიმო სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლის სტაჟი ბოლო 15 წლის განმავლობაში – მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატისათვის და შესაბამისი საექიმო სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის სტაჟი ბოლო 10 წლის განმავლობაში – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორისათვის; ე) (ამოღებულია); ვ) შრომითი ურთიერთობის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებელს აქვს ასეთი დოკუმენტი. 6. საბჭო არის სახელმწიფო სერტიფიკატის მიმნიჭებელი საბჭოს და დიპლომისშემდგომი განათლებისა (პროფესიული მზადების) და უწყვეტი პროფესიული განვითარების საბჭოს უფლებამონაცვლე. |