Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 5
ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ article 27 გარდაცვლილი პირის ორგანოს (ორგანოების) დონაციის საკითხის გადაწყვეტაში მისი ოჯახის მონაწილეობა და დონაციაზე თანხმობასთან დაკავშირებული მოთხოვნები. 1. მომაკვდავი პაციენტის (ორგანოს პოტენციური დონორის) ოჯახს სათანადო ემპათიით, დროულად და გასაგები ფორმით უნდა მიეწოდოს ინფორმაცია სიცოცხლის ბოლო ეტაპის ზრუნვის შესახებ. 2. დონორ-კოორდინატორმა გადანერგვის საინფორმაციო ცენტრის საშუალებით უნდა შეამოწმოს, განცხადებული ჰქონდა თუ არა ორგანოს პოტენციურ დონორს დონაციაზე თანხმობა და რეგისტრირებულია თუ არა იგი დონორთა ეროვნულ რეესტრში ან განცხადებული ჰქონდა თუ არა მას დონაციაზე უარი, და ამის შესახებ უნდა აცნობოს მის ოჯახს. ამასთანავე, დონორ-კოორდინატორმა ორგანოს პოტენციური დონორის ოჯახს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია დონაციის პროცესის მიმდინარეობისა და პოტენციური რეციპიენტისთვის დონაციის სარგებლიანობის შესახებ. 3. გარდაცვლილი პირისგან ორგანო (ორგანოები) შეიძლება მოპოვებულ იქნეს იმ შემთხვევაში, თუ იგი, როგორც დონორი, რეგისტრირებულია დონორთა ეროვნულ რეესტრში, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. თუ გადანერგვის საინფორმაციო ცენტრში არსებობს ამ პირის მიერ სიცოცხლეში განცხადებული უარი დონაციაზე, გარდაცვლილი პირის ოჯახთან დონაციის საკითხი აღარ განიხილება. 4. გარდაცვლილი პირის ოჯახმა პატივი უნდა სცეს მის მიერ გამოხატულ დონორობის სურვილს. |
ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ article 27 5. თუ გარდაცვლილი პირი დონორთა ეროვნულ რეესტრში რეგისტრირებული არ არის, მისი ორგანოს (ორგანოების) დონაცია შეიძლება განხორციელდეს, თუკი მას სიცოცხლეში არ განუცხადებია უარი დონაციაზე და დაცულია ყველა შემდეგი პირობა: ა) არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ორგანოს (ორგანოების) დონაცია არ ეწინააღმდეგება გარდაცვლილი პირის ეთიკურ პრინციპებს; ბ) ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული გარდაცვლილ პირთან ნათესაური კავშირის მქონე პირი, იმავე პუნქტით განსაზღვრული რიგითობის მიხედვით, თანახმაა გარდაცვლილი პირის ორგანოს (ორგანოების) დონაციაზე. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დონორ-კოორდინატორმა ორგანოს პოტენციური დონორის ოჯახს უნდა მიაწოდოს სრული ინფორმაცია ორგანოს (ორგანოების) დონაციაზე თანხმობასთან დაკავშირებული მოთხოვნების, გარდაცვლილი პირის ორგანოს დონაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მისი ოჯახის როლის, დონაციის პროცესის მიმდინარეობისა და პოტენციური რეციპიენტისთვის დონაციის სარგებლიანობის თაობაზე. 7. გარდაცვლილი პირის ორგანოს (ორგანოების) დონაციაზე თანხმობის განცხადების უფლება აქვთ მასთან ნათესაური კავშირის მქონე სრულწლოვან, ქმედუნარიან პირებს, რომლებსაც დაწესებული არ აქვთ მხარდაჭერა ან მზრუნველობა, შემდეგი რიგითობის მიხედვით: ა) მეუღლე; ბ) შვილი; |
ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ article 27 გ) მშობელი; დ) შვილიშვილი, შვილიშვილის შვილი; ე) და, ძმა; ვ) დისშვილი, ძმისშვილი; ზ) ბებია, პაპა; თ) დეიდა, მამიდა, ბიძა; ი) დეიდაშვილი, მამიდაშვილი, ბიძაშვილი. 8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ გარდაცვლილ პირთან ნათესაური კავშირის მქონე პირებს გარდაცვლილი პირის ორგანოს დონაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იმავე პუნქტით განსაზღვრული წინა რიგისთვის მიკუთვნებული პირი (პირები) ცოცხალი (ცოცხლები) არ არის (არ არიან) ან შეუძლებელია, მან (მათ) აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღოს (მიიღონ) ორგანოს გადასანერგად დასაშვები დროის განმავლობაში. გარდაცვლილ პირთან ნათესაური კავშირის მქონე პირის გადაწყვეტილება გარდაცვლილი პირის ნებასა და ღირებულებებს უნდა შეესაბამებოდეს. 9. თუ არსებობს ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული გარდაცვლილ პირთან ნათესაური კავშირის მქონე რამდენიმე პირი, რომლებსაც თანაბარი უფლება აქვთ, და თუნდაც ერთმა მათგანმა უარი განაცხადა გარდაცვლილი პირის ორგანოს (ორგანოების) დონაციაზე, მისი (მათი) დონაცია დაუშვებელია. |
ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ article 27 10. თუ გარდაცვლილი პირი საქართველოს მოქალაქე არ არის, გადასანერგად მისი ორგანო (ორგანოები) შეიძლება მოპოვებულ იქნეს, თუკი შესაბამის წერილობით თანხმობას განაცხადებს ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული გარდაცვლილ პირთან ნათესაური კავშირის მქონე პირი, იმავე პუნქტით განსაზღვრული რიგითობის მიხედვით. 11. გარდაცვლილი არასრულწლოვანის ორგანო (ორგანოები) გადასანერგად შეიძლება მოპოვებულ იქნეს იმ შემთხვევაში, თუ არსებობს მისი ორივე მშობლის (თუ ისინი ცოცხლები არიან) წერილობითი თანხმობა. თუ არასრულწლოვანის ერთ-ერთი მშობელი გარდაცვლილია, საკმარისია მხოლოდ მეორე მშობლის წერილობითი თანხმობა, ხოლო თუ ორივე მშობელი გარდაცვლილია, უნდა არსებობდეს არასრულწლოვანის კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობა. 12. გარდაცვლილი სრულწლოვანი, მხარდაჭერის მიმღები პირის ორგანო (ორგანოები) გადასანერგად შეიძლება მოპოვებულ იქნეს იმ შემთხვევაში, თუ არსებობს მისი კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობა. |
ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ article 27 13. გარდაცვლილი პირის ორგანოს (ორგანოების) დონაციაზე თანხმობას ხელს უნდა აწერდეს უფლებამოსილი პირი. უნდა მიეთითოს ორგანო (ორგანოები) და ქსოვილი (ქსოვილები), რომელთა დონაციაზეც თანხმობაა გაცემული. ეს თანხმობა და ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ გარდაცვლილ პირთან ნათესაური კავშირის მქონე პირთან (პირებთან) გასაუბრების ჩანაწერი (ჩანაწერები) გარდაცვლილი პირის სამედიცინო დოკუმენტაციის ნაწილი უნდა იყოს. 14. ამოუცნობი და უპატრონო გარდაცვლილი პირის ორგანოს (ორგანოების) გადასანერგად მოპოვება დაუშვებელია. 15. გარდაცვლილი პირის ორგანოს დონაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. |