Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ article 60 საქმის წარმოებისას გამოსარკვევი გარემოებები და ადმინისტრაციული სახდელის დადება. 1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისას და ადმინისტრაციული სახდელის დადებისას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ან სასამართლო ადგენს: ჩადენილი იყო თუ არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ბრალეულია თუ არა პირი მის ჩადენაში, ექვემდებარება თუ არა იგი ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, არის თუ არა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, აგრეთვე ადგენს სხვა გარემოებებს, რომლებსაც მნიშვნელობა აქვს საქმის სწორად გადაწყვეტისთვის. 2. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოების არსებობისას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ან სასამართლო უფლებამოსილია სამართალდამრღვევს გამოუცხადოს შენიშვნა, თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა უმნიშვნელოა. 3. სამართალდამრღვევს ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის ადმინისტრაციული სახდელი დაედება ამ კანონით დადგენილ ფარგლებში, იმ მუხლის შესაბამისად, რომელიც ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. |