FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ

article  18

ბიოსაწვავისა და ბიოსითხეების მდგრადობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის შემოწმება.
1. თუ ბიოსაწვავი და ბიოსითხეები გათვალისწინებული უნდა იქნეს ამ კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული  მიზნებისთვის, საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია ეკონომიკურ აგენტს მოსთხოვოს, დაადასტუროს ბიოსაწვავისა და ბიოსითხეებისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მდგრადობის კრიტერიუმების გათვალისწინება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის საქართველოს მთავრობა სამინისტროს წარდგინებით ეკონომიკურ აგენტს უდგენს მასის ბალანსის სისტემის გამოყენების ვალდებულებას, რომელიც:
    ა) საშუალებას იძლევა, განხორციელდეს მდგრადობის სხვადასხვა მახასიათებლის მქონე ნედლეულის პარტიების ან ბიოსაწვავის შერევა;
    ბ) მოითხოვს, რომ ნარევს თან ახლდეს ინფორმაცია ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული ნედლეულის პარტიების მდგრადობის მახასიათებლებისა და ზომების შესახებ;
    გ) უზრუნველყოფს, რომ ნარევიდან ამოღებული ყველა ნედლეულის პარტიის ჯამი იმავე რაოდენობით აღწერილ იქნეს მდგრადობის იმავე მახასიათებლებით, რომლებითაც აღწერილია ნარევისთვის დამატებული ყველა ნედლეულის პარტიის ჯამი.
განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ

article  18

3. სამინისტრო უზრუნველყოფს, რომ ეკონომიკურმა აგენტმა სანდო ინფორმაცია წარადგინოს და უფლებამოსილი ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე ხელმისაწვდომი გახადოს ის მონაცემები, რომელთა საფუძველზედაც მომზადდა ეს ინფორმაცია. სამინისტრომ ეკონომიკურ აგენტს უნდა მოსთხოვოს, დანერგოს წარდგენილი ინფორმაციის დამოუკიდებელი აუდიტის ჩატარების სათანადო სტანდარტები და წარმოადგინოს შესაბამისი მტკიცებულება. დამოუკიდებელმა აუდიტმა უნდა დაადასტუროს, რომ ეკონომიკური აგენტის მიერ გამოყენებული სისტემები არის ზუსტი, სანდო და გაყალბებისგან დაცული. დამოუკიდებელი აუდიტის ჩატარების დროს უნდა შეფასდეს ნიმუშის აღების სიხშირე და მეთოდოლოგია, აგრეთვე მონაცემთა საიმედოობა.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია უნდა მოიცავდეს ინფორმაციას ბიოსაწვავისა და ბიოსითხეების მდგრადობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის შესახებ და სათანადო და რელევანტურ ინფორმაციას იმ ზომების თაობაზე, რომლებიც მიღებულ იქნა ნიადაგის, წყლისა და ჰაერის დასაცავად, დეგრადირებული მიწის აღსადგენად და იმ ტერიტორიებზე, სადაც წყლის დეფიციტია, ჭარბი წყლის მოხმარების თავიდან ასაცილებლად.
განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ

article  18

5. ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებები უნდა შესრულდეს, მიუხედავად იმისა, ბიოსაწვავი და ბიოსითხეები ენერგეტიკული გაერთიანების ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზეა წარმოებული თუ იმპორტირებულია.
6. საქართველოს მთავრობა სამინისტროსთან ერთად უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთვის ერთიანი ფორმით წარდგენას.
7. ეროვნული და საერთაშორისო ნებაყოფლობითი სქემები, რომლებიც ბიომასის პროდუქტებისთვის სტანდარტებს ადგენს, უნდა შეესაბამებოდეს საიმედოობისა და გამჭვირვალობის სტანდარტებს, აგრეთვე დამოუკიდებელი აუდიტის ჩატარების სათანადო სტანდარტებს. თუ ეს სქემები სათბურის გაზის ემისიის სუფთა დანაზოგს ზომავს, ისინი ბიოსაწვავის, ბიოსითხეებისა და მათი წიაღისეული საწვავის კომპარატორების სათბურის გაზის გავლენის გამოთვლის წესებით დადგენილი მეთოდოლოგიის მოთხოვნებსაც უნდა აკმაყოფილებდეს.