FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

დასაქმების ხელშეწყობის შესახებ

article  49

უწყებათაშორისი საკოორდინაციო მექანიზმი. 1. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პოლიტიკისა და ამ კანონის მიზნების ეფექტიანად განხორციელების მიზნით იქმნება უწყებათაშორისი საკოორდინაციო მექანიზმი, რომელშიც მონაწილეობენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წარმომადგენლები, აგრეთვე სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის 3 წარმომადგენელი, რომელთაგან 1 არის ამ კომისიის თავმჯდომარე, 1 − პროფესიული კავშირების წარმომადგენელი, ხოლო 1 − დამსაქმებელთა ასოციაციების წარმომადგენელი.
2. უწყებათაშორისი საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში წელიწადში ერთხელ, მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავებისა და განვითარების პროგნოზების დამუშავების მიზნით ხორციელდება შრომის ბაზარზე მოთხოვნისა და მიწოდების შესახებ ყველა მონაცემის შეგროვება და გაცვლა.