FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 4

იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ

article  18

იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის განცალკევება.
1. კომერციული ბანკის იპოთეკური ობლიგაციების პროგრამა განცალკევებულად მიიჩნევა, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი გარემოება:
    ა) კომერციულ ბანკს საბანკო საქმიანობის ლიცენზია გაუუქმდა;
    ბ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის განცალკევების შესახებ.
2. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია პროგრამის კრედიტორთა საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით მიიღოს გადაწყვეტილება იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის განცალკევების შესახებ, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი საფუძველი:
    ა) კომერციულ ბანკს გაუუქმდა იპოთეკური ობლიგაციების გამოშვებისთვის გაცემული ავტორიზაცია და პროგრამის განცალკევება აუცილებელია იპოთეკური ობლიგაციებიდან გამომდინარე გადახდის ვალდებულებათა სრულად და დროულად შესასრულებლად;
    ბ) საფრთხე ემუქრება კომერციული ბანკის მიერ კრედიტორთა წინაშე არსებული ვალდებულებების შესრულებას ან არსებობს გონივრული საფუძველი ვარაუდისთვის, რომ კომერციული ბანკის ეფექტიანი ზედამხედველობა შეუძლებელია;
    გ) პროგრამის განცალკევების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ამ კანონის 22-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე.
იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ

article  18

3. ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით, იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის განცალკევების შემდეგ პროგრამაში შემავალი უზრუნველყოფის აქტივები შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ შესაბამისი პროგრამის კრედიტორთა მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად და იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის მართვასთან დაკავშირებული ხარჯების ასანაზღაურებლად. პროგრამის კრედიტორთა (მათ შორის, პროგრამის ფარგლებში გამოშვებული სხვადასხვა კლასის იპოთეკური ობლიგაციების მფლობელთა) მოთხოვნები უზრუნველყოფის აქტივებიდან ამ მოთხოვნების პროპორციულად დაკმაყოფილდება. პროგრამის მართვასთან დაკავშირებულ ხარჯებს აქვს უპირატესობა პროგრამის კრედიტორთა მოთხოვნებთან შედარებით. უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანებაში პროგრამის მართვასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებისა და პროგრამის კრედიტორთა მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების შემდეგ დარჩენილი აქტივები ამოირიცხება უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანებიდან.
იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ

article  18

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მოთხოვნათა მიუხედავად, თუ პროგრამის ადმინისტრატორს უზრუნველყოფის აქტივები უზრუნველყოფის ფინანსური გირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე აქვს დაგირავებული, მოგირავნეს აქვს საკუთარი მოთხოვნის გირავნობის საგნიდან სხვა პირთან შედარებითუპირატესი დაკმაყოფილების უფლება „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
5. იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის განცალკევების მომენტიდან უზრუნველყოფის აქტივებიდან მიღებული სახსრები (მათ შორის, მსესხებელთა მიერ გადახდილი იპოთეკური სესხების ძირითადი თანხა და პროცენტები) ემიტენტის სხვა სახსრებისგან უნდა გაიმიჯნოს და ამ მიზნით უნდა განთავსდეს სხვა კომერციულ ბანკში (კომერციულ ბანკებში) გახსნილ სეგრეგირებულ ფულადი სახსრების ანგარიშზე (ანგარიშებზე). აღნიშნული სახსრები უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანებაში უნდა იქნეს შეტანილი.
6. ერთი პროგრამის უზრუნველყოფის აქტივები (მათ შორის, ამ აქტივებიდან მიღებული ფულადი სახსრები) არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვა პროგრამის კრედიტორთა წინაშე არსებული ვალდებულებების შესასრულებლად.
იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ

article  18

7. იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის განცალკევება არ ახდენს გავლენას იპოთეკური ობლიგაციებიდან და რეგისტრირებული დერივატივიდან წარმოშობილ უფლებებსა და ვალდებულებებზე, მათ შორის, ამ კანონის მე-16 და მე-17 მუხლებით გათვალისწინებულ პროგრამის კრედიტორთა უფლებებზე. პროგრამის განცალკევების მიუხედავად, გრძელდება ამ კანონით უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანებაში ახალი აქტივების დამატებასთან დაკავშირებით დადგენილი მოთხოვნების შესრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ემიტენტს გაუუქმდა საბანკო საქმიანობის ლიცენზია და მის მიმართ დაიწყო ლიკვიდაციის/გადახდისუუნარობის პროცესი.
8. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის განცალკევება შეიძლება გაუქმდეს საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, თუ ის გარემოებები, რომლებიც განცალკევების საფუძველი გახდა, აღარ არსებობს.
9. ემიტენტი ვალდებულია იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის არსებობის ყველა ეტაპზე იქონიოს იმ ღონისძიებათა ამსახველი საოპერაციო გეგმა, რომლებიც უზრუნველყოფს შესაბამის შემთხვევაში პროგრამის ადმინისტრატორისთვის ამ კანონით გათვალისწინებული ფუნქციების დაუბრკოლებლად გადაცემასა და პროგრამის ჯეროვნად განხორციელებას.