Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების დამატებითი ზედამხედველობის შესახებ article 1 1. ეს კანონი განსაზღვრავს ფინანსური კონგლომერატის ცნებას და ჯგუფის/ქვეჯგუფის ფინანსურ კონგლომერატად ცნობის კრიტერიუმებს, ადგენს დამატებითი ზედამხედველობის სტანდარტებსა და წესებს იმ რეგულირებული საწარმოებისთვის, რომლებიც ამ კანონის საფუძველზე ფინანსური კონგლომერატის შემადგენლობაში შედიან. 2. ამ კანონით გათვალისწინებული დამატებითი ზედამხედველობა სექტორული ზედამხედველობის პარალელურად ხორციელდება. 3. ამ კანონის საფუძველზე საზედამხედველო ორგანოები უფლებამოსილი არიან დამატებითი ზედამხედველობის განხორციელებისას მიიღონ ერთობლივი გადაწყვეტილებები, მათ შორის, გამოსცენ ერთობლივი სამართლებრივი აქტები. 4. ამ კანონის საფუძველზე საზედამხედველო ორგანოები უფლებამოსილი არიან სამართლებრივი აქტებით დაადგინონ დამატებით ზედამხედველობასთან დაკავშირებული დამატებითი წესები და მოთხოვნები. |