Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
მიკრობანკების საქმიანობის შესახებ article 23 აუდიტის კომიტეტი. 1. მიკრობანკის სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, სამეთვალყურეო საბჭოს წევრებისგან იქმნება აუდიტის კომიტეტი. აუდიტის კომიტეტის წევრთა უმრავლესობას სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრები უნდა შეადგენდნენ. 2. მიკრობანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი დამოუკიდებლად მიიჩნევა, თუ იგი არ განიცდის მიკრობანკის ან სხვა მხარის გავლენას, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს საქმიანობის განხორციელებისას ობიექტური და დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღებაში. მიკრობანკის სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრის განსაზღვრის დამატებითი კრიტერიუმები დგინდება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით. 3. აუდიტის კომიტეტის სულ მცირე 2 წევრს, მათ შორის, აუდიტის კომიტეტის თავმჯდომარეს, უნდა ჰქონდეს ფინანსური ანგარიშგების ანალიზის უნარი ან გამოცდილება ან ფინანსური განათლება. 4. აუდიტის კომიტეტი მიკრობანკის სამეთვალყურეო საბჭოს პერიოდულად აბარებს ანგარიშს თავისი საქმიანობის შესახებ. |
მიკრობანკების საქმიანობის შესახებ article 23 5. აუდიტის კომიტეტის ძირითადი ფუნქციებია: შიდა კონტროლის საკითხებთან მიმართებით მიკრობანკის მიდგომებისა და ფინანსური ანგარიშგების პოლიტიკის განსაზღვრა, ფინანსური ანგარიშგების პროცესის მონიტორინგი, შიდა აუდიტისა და მიკრობანკის აუდიტორების ფუნქციონირების ხელშეწყობა. აუდიტის კომიტეტის ფუნქციები და პასუხისმგებლობა დამატებით საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განისაზღვრება. |