Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
სახელმწიფო ვალის შესახებ article 24 სახელმწიფო საგარეო ვალის მართვასთან დაკავშირებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფუნქციები. 1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან, საქართველოს ეროვნულ ბანკთან და სხვა დაინტერესებულ უწყებებთან და ორგანიზაციებთან ერთად: ა) განიხილავს შეთანხმებებს სახელმწიფო საგარეო ვალის პირობებისა და ვადების შესახებ, შეისწავლის საერთაშორისო საფინანსო ბაზრებზე არსებული დაფინანსების შესაძლებლობასა და პირობებს; ბ) აანალიზებს სახელმწიფო საგარეო ვალის რეფინანსირების შესაძლებლობასა და პირობებს; უზრუნველყოფს ისეთ მდგომარეობას, რომ ახალი ვალების წმინდა ნაშთი არ აღემატებოდეს წლიური სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით დადგენილი სახელმწიფო საგარეო ვალის ლიმიტს (ზღვრულ ოდენობას); გ) ამ კანონის შესაბამისად შეიმუშავებს ნორმატიულ აქტებს და მათ წარუდგენს საქართველოს მთავრობასა და საქართველოს პარლამენტს იმ ვალდებულებათა შესასრულებლად, რომლებიც სახელმწიფო საგარეო ვალის მართვის უფლებიდან გამომდინარეობს. 2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო პასუხისმგებელია საქართველოს სახელით აღებული სახელმწიფო საგარეო ვალის მართვაზე, მომსახურებასა და დაბრუნებაზე. |