Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საკონსულო საქმიანობის შესახებ article 10 საკონსულო თანამდებობის პირთა და საკონსულო მოსამსახურეთა საქმიანობის კოორდინაცია. 1. საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელი კოორდინაციას უწევს სხვა საკონსულო თანამდებობის პირთა და საკონსულო მოსამსახურეთა საქმიანობას. 2. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის საკონსულო სამსახურის ხელმძღვანელი კოორდინაციას უწევს საკონსულო სამსახურში სხვა საკონსულო თანამდებობის პირთა და საკონსულო მოსამსახურეთა საქმიანობას. 3. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საქართველოს ინტერესთა სექციაში, რომელშიც არ არის შექმნილი საკონსულო სამსახური და საკონსულო საქმიანობას ახორციელებს ორი ან ორზე მეტი საკონსულო თანამდებობის პირი ან საკონსულო მოსამსახურე, მათი საქმიანობის კოორდინაციას ახორციელებს თანამდებობრივად ყველაზე ზემდგომი საკონსულო თანამდებობის პირი, რომლის მითითებებისა და დავალებების შესრულება სხვა საკონსულო თანამდებობის პირებისა და საკონსულო მოსამსახურეებისათვის სავალდებულოა. 4. საკონსულო თანამდებობის პირი საკონსულო საქმიანობის განხორციელებისას ექვემდებარება სამინისტროს და საკონსულო დეპარტამენტს. |