FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 7

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

article  21

იძულებითი აღსრულების ღონისძიებების განხორციელების შეზღუდვა.
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებული ქონება არ ექვემდებარება იძულებით აღსრულებას, იძულებით აუქციონს, ყადაღის დადებას და სეკვესტრს.
2. ამ კანონით გათვალისწინებული იძულებითი აღსრულების ღონისძიებები არ ვრცელდება „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ფინანსურ გირავნობაზე (ფინანსური გირავნობის საგანზე).
3. ამ კანონით გათვალისწინებული იძულებითი აღსრულების ღონისძიებები, გარდა საინკასო დავალებისა, არ ვრცელდება „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სისტემის მონაწილის ანგარიშსწორების ანგარიშზე.
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

article  21

31. ამ კანონით გათვალისწინებული იძულებითი აღსრულების ღონისძიებების გამოყენებისას დაუშვებელია მათი მიმართვა „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანებაში შემავალ აქტივებზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იძულებითი აღსრულების ღონისძიებათა მიზანია იმავე კანონით გათვალისწინებული პროგრამის კრედიტორის მოთხოვნის აღსრულება. აღმასრულებლის მოთხოვნისთანავე (ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში) ემიტენტი/რეფინანსირების ბანკის მოვალე ვალდებულია მიაწოდოს აღმასრულებელს ინფორმაცია უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანებაში შემავალი აქტივების შესახებ, აგრეთვე, თუ ემიტენტისთვის/ რეფინანსირების ბანკის მოვალისთვის ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომია, − შესაბამისი პროგრამის კრედიტორების თაობაზე.
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

article  21

4. საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ლიცენზირებული ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარის, ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავლის, კომერციული ბანკის ან მიკრობანკის, როგორც ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავლის, საბროკერო კომპანიის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს საპენსიო ფონდის, აქტივების მმართველი კომპანიის, უცხო ქვეყნის კანონმდებლობის საფუძველზე ლიცენზირებული ცენტრალური დეპოზიტარის, ფასიანი ქაღალდების ბაზარზე საშუამავლო საქმიანობის განხორციელების ფარგლებში უცხო ქვეყნის კანონმდებლობის საფუძველზე ლიცენზირებული ფინანსური ინსტიტუტის, ნოტარიუსის ან საგადახდო მომსახურების პროვაიდერის, როგორც გადამხდელის, მიმართ იძულებითი აღსრულების ღონისძიებების გამოყენებისას დაუშვებელია ამ ღონისძიებათა მიმართვა იმ აქტივებზე (ფასიან ქაღალდებსა და ფულად სახსრებზე), რომლებსაც იგი ფლობს თავისი კლიენტების (საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს საპენსიო ფონდის შემთხვევაში − მონაწილეების/პენსიის მიმღებების) სასარგებლოდ ან/და რომლებიც მისი საკუთრება არ არის და მისი კლიენტის აქტივებს მიეკუთვნება. კლიენტის ასეთი აქტივები უნდა ირიცხებოდეს საკუთარი აქტივებისგან განცალკევებულად, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

article  21

41. ამ კანონით გათვალისწინებული იძულებითი აღსრულების ღონისძიებების გამოყენებისას მათი მიმართვა „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ქოლგისებრი ფონდის ქვეფონდის აქტივებზე დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ ღონისძიებათა მიზანია აღნიშნული ქვეფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით წარმოშობილი ვალდებულებების შესრულება. ასეთი აქტივები აღრიცხული უნდა იყოს ქოლგისებრი ფონდის სხვა ქვეფონდისგან (ქვეფონდებისგან) განცალკევებულად, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
42. ამ კანონით გათვალისწინებული იძულებითი აღსრულების ღონისძიებები არ ვრცელდება „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საპენსიო აქტივებზე.
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

article  21

43. ამ კანონით გათვალისწინებული იძულებითი აღსრულების ღონისძიებების გამოყენებისას მათი მიმართვა „ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებული სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის განყოფილების (სეკიურიტიზაციის განყოფილების) აქტივებზე დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ ღონისძიებათა მიზანია აღნიშნული სეკიურიტიზაციის განყოფილების საქმიანობასთან დაკავშირებით წარმოშობილი ვალდებულებების შესრულება. ასეთი აქტივები აღრიცხული უნდა იყოს სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის სხვა განყოფილებისგან (განყოფილებებისგან) განცალკევებულად, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
44. „ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მომსახურების გამწევი პირის, როგორც გადამხდელის, მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული იძულებითი აღსრულების ღონისძიებების გამოყენებისას დაუშვებელია აღნიშნულ ღონისძიებათა მიმართვა იმ ფულად სახსრებზე, რომლებიც სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულისთვის მისაკუთვნებელი ფულადი სახსრებია და რომლებსაც მომსახურების გამწევი პირი იმავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მიჯნავს საკუთარი და სხვა კლიენტების აქტივებისგან.
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

article  21

45. ამ კანონით გათვალისწინებული იძულებითი აღსრულების ღონისძიებები არ ვრცელდება „ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ან მისი განყოფილების აქტივებზე იმავე კანონის 22-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
5. ამ კანონით განსაზღვრული იძულებითი აღსრულების ღონისძიებები არ ვრცელდება „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საპენსიო აქტივებზე. „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ მართვის საკომისიოსთან დაკავშირებული სააღსრულებო წარმოება (მისი არსებობის შემთხვევაში) განხორციელდება ეტაპობრივად, იმგვარად, რომ არ შეფერხდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს საპენსიო ფონდის კანონით განსაზღვრული საქმიანობა.
6. ამ კანონით გათვალისწინებული იძულებითი აღსრულების ღონისძიებები არ ვრცელდება „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 16-1 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ სადაზღვევო ბროკერის კუთვნილ მომხმარებლის ანგარიშზე.
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

article  21

7. საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართვის საფუძველზე ამ კანონით გათვალისწინებული იძულებითი აღსრულების ღონისძიებები არ გამოიყენება „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართვაში განსაზღვრული ვადით, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 90 კალენდარულ დღეს.
9. ამ მუხლით გათვალისწინებული იძულებითი აღსრულების ღონისძიებების განხორციელების შეზღუდვები არ ვრცელდება „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ ქონებაზე. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2005 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება №1/14/184,228 – სსმ IV, №19, 29.07.2005 წ., გვ.5