Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საზღვაო კოდექსი article 48 1. გემის კაპიტნის ბრძანება მისი კომპეტენციის ფარგლებში ზედმიწევნით უნდა შეასრულოს გემზე მყოფმა ყველა პირმა. თუ გემზე მყოფი რომელიმე პირი კაპიტნის ბრძანებას არ შეასრულებს, კაპიტანი ვალდებულია მის მიმართ შესაბამისი ზომები მიიღოს. 2. გემის კაპიტნის უფლებამოსილება მოიცავს (მაგრამ არ შემოიფარგლება) იმ უფლებას, რომ მან უარი თქვას გემის სანაოსნოდ გაყვანაზე, როდესაც გემი უსაფრთხოდ არ მიაჩნია, გემზე ასვლაზე უარი განუცხადოს ნებისმიერ პირს, გარდა სახელმწიფოს მიერ უფლებამოსილი პირისა, რომელიც ასრულებს მოვალეობას „ზღვაზე ადამიანის სიცოცხლის დაცვის შესახებ“ 1974 წლის საერთაშორისო კონვენციის შესაბამისად, ასევე უარი თქვას ნებისმიერი სახის ტვირთის დატვირთვაზე. 3. თუ გემის კაპიტანი პროფესიული განსჯის საფუძველზე მიიჩნევს, რომ არსებობს კონფლიქტი გემის მიმართ წაყენებულ საზღვაო უშიშროების მოთხოვნასა და საზღვაო უსაფრთხოების მოთხოვნას შორის, იგი უპირატესობას ანიჭებს საზღვაო უსაფრთხოების მოთხოვნას, საჭიროების შემთხვევაში იღებს დროებით ზომებს საზღვაო უშიშროებისთვის და ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს სააგენტოს. |