Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
პენიტენციური კოდექსი article 77 ბრალდებულის/მსჯავრდებულის გარანტიები მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებისას. 1. დაუშვებელია ერთი დისციპლინური დარღვევის ჩადენისთვის ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის 2 ან 2-ზე მეტი დისციპლინური სახდელის დაკისრება, გარდა ამ კოდექსის 78-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამარტოო საკანში მოთავსების შემთხვევისა. 2. ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის დაკისრებული დისციპლინური სახდელი არ უნდა იყოს მისი დამამცირებელი და პატივისა და ღირსების შემლახველი. 3. დაუშვებელია ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება, თუ მის მიერ დისციპლინური დარღვევის ჩადენიდან 1 წელი გავიდა. 4. ბრალდებული/მსჯავრდებული დისციპლინურსახდელდაუდებლად ითვლება, თუ მან აღნიშნული სახდელის მოხდიდან 6 თვის განმავლობაში კვლავ არ ჩაიდინა დისციპლინური დარღვევა. ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის ამ კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ან „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელის დაკისრების შემთხვევაში ბრალდებული/ მსჯავრდებული დისციპლინურსახდელდაუდებლად ჩაითვლება, თუ მან მისი მოხდიდან 1 წლის განმავლობაში კვლავ არ ჩაიდინა დისციპლინური დარღვევა. 5. პენიტენციური დაწესებულების დირექტორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს შეუძლია ბრალდებულს/მსჯავრდებულს დისციპლინური სახდელი ვადამდე მოუხსნას, თუ ამ სახდელის მიზანი მიღწეულია. |
პენიტენციური კოდექსი article 77 6. პენიტენციური დაწესებულების დირექტორი უფლებამოსილია ამ დაწესებულებაში მყოფ ბრალდებულს/მსჯავრდებულს ვადამდე მოუხსნას სხვა პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მიერ დაკისრებული დისციპლინური სახდელი. |