Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 1051 საზაფხულო საბაღე სახლების მშენებლობის, აგრეთვე კოლექტიური მებაღეობის ორგანიზაციისა და გაძღოლის წესების დარღვევა. მოქალაქეთა მიერ საზაფხულო საბაღე სახლების მშენებლობა სათანადოდ შეთანხმებული პროექტის გარეშე ან მშენებლობის დაწყებისას მოქმედი საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმებისაგან გადახვევით, – გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ნახევარ მინიმალურ ოდენობამდე. თანამდებობის პირთა მიერ საზაფხულო საბაღე სახლების მშენებლობის, აგრეთვე კოლექტიური მებაღეობის ორგანიზაციისა და გაძღოლის შემდეგი წესების დარღვევა: მებაღეობის ამხანაგობის წევრად მიღების წესების დარღვევა; კოლექტიური ბაღისათვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთის ტერიტორიის მოწყობისა და განაშენიანების პროექტის გარეშე ან ამ პროექტის დარღვევით ათვისება; სათანადოდ შეთანხმებული პროექტის გარეშე ან მშენებლობის დაწყებისას მოქმედი და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმებისაგან გადახვევით საზაფხულო საბაღე სახლების მშენებლობის ნებართვის მიცემა, ამგვარი სახლების საექსპლუატაციოდ მიღება; კოლექტიური ბაღის ტერიტორიაზე სათანადოდ შეთანხმებული პროექტის გარეშე ან მისგან გადახვევით საერთო სარგებლობის შენობათა და ნაგებობათა მშენებლობა; უკანონოდ საშენი მასალების გაცემა, სატრანსპორტო საშუალებათა, მექანიზმების, მუშახელის გამოყენება, მებაღეობის ამხანაგობის ობიექტების მშენებლობაში არასპეციალიზებული სამშენებლო ორგანიზაციების ჩაბმა, – |