Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ article 61 ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები. 1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებად მიიჩნევა: ა) მართლსაწინააღმდეგო ქმედების შეწყვეტა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შედეგად მიყენებული ზიანის გამოსწორება ან/და მსგავსი სამართალდარღვევის შემდგომ თავიდან აცილების მიზნით შესაბამისი ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომების მიღება; ბ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა არასრულწლოვანის მიერ; გ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გულწრფელი მონანიება და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან თანამშრომლობა; დ) სხვა გარემოებები, როგორებიცაა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ხასიათი და სამართალდამრღვევის ბრალის ხარისხი, რომლებსაც საქმის გადაწყვეტისას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი შემამსუბუქებელ გარემოებად მიიჩნევს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება ეკისრება დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს/დამუშავებაზე უფლებამოსილ პირს. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ან/და „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემამსუბუქებელი გარემოების არსებობისას ამ კანონის 66-ე−87-ე მუხლებით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა 30 პროცენტით მცირდება. |
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ article 61 4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ან/და „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემამსუბუქებელი გარემოების არსებობისას ამ კანონის 66-ე−87-ე მუხლებით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა 20 პროცენტით მცირდება. 5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობის შემცირების საფუძვლების ერთდროულად არსებობისას ამ კანონის 66-ე−87-ე მუხლებით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა 50 პროცენტით მცირდება. |