Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ article 51 ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის შედეგებისა და ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა. 1. ინფორმაცია ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის შედეგებისა და ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების შესახებ ღია და ხელმისაწვდომია საზოგადოებისათვის. 2. ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის შედეგებისა და ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილია ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშის გამოქვეყნებითა და „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მოთხოვნით – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მიერ გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების კანონით დადგენილი წესით დამტკიცებით. 3. სააგენტო ყოველწლიურად აქვეყნებს ანგარიშს ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის შედეგებისა და ატმოსფერული ჰაერის ძირითადი მავნე ნივთიერებებით დაბინძურების შესახებ. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ანგარიშში უნდა აისახოს ინფორმაცია შესაბამისი გასაშუალოებული პერიოდისთვის ზღვრულად დასაშვები ნორმების, მიზნობრივი მნიშვნელობის, გრძელვადიანი მიზნის და განგაშის ზღვრის გადაჭარბების დონის შესახებ. 5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ანგარიშში საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია აისახოს აგრეთვე სხვა მავნე ნივთიერებებთან დაკავშირებული ინფორმაცია. |