FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 5

მეწარმეთა შესახებ

article  144

პარტნიორის გასვლა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებიდან.
1. პარტნიორს უფლება აქვს, გავიდეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებიდან წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ან იმ შემთხვევაში, თუ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ხელმძღვანელობის ან სხვა პარტნიორების ქმედებები მნიშვნელოვნად აზიანებს მის ინტერესებს, ანდა თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი მნიშვნელოვანი საფუძველი/გარემოება:
    ა) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების საქმიანობის საგანი მნიშვნელოვნად შეიცვალა;
    ბ) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას დივიდენდი ბოლო 3 წლის განმავლობაში არ გაუნაწილებია, მიუხედავად იმისა, რომ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ფინანსური მდგომარეობა ამის საშუალებას იძლეოდა;
    გ) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებამ მიიღო ამ კანონის 135-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება;
    დ) სხვა პარტნიორებმა მიიღეს გადაწყვეტილება დამატებითი შენატანის განხორციელების ვალდებულების შესახებ, რომელიც მასზედაც ვრცელდება.
2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოების წარმოშობის საფუძველია პარტნიორთა გადაწყვეტილება, პარტნიორს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებიდან გასვლის უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოეშობა, თუ მას აღნიშნული გადაწყვეტილებისთვის მხარი არ დაუჭერია.
მეწარმეთა შესახებ

article  144

3. პარტნიორმა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას წერილობით უნდა შეატყობინოს ამ საზოგადოებიდან მისი გასვლისა და გასვლის მიზეზების თაობაზე. აღნიშნული შეტყობინების მიღებისთანავე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანო სხვა პარტნიორებს აცნობებს ამ პარტნიორის საზოგადოებიდან გასვლის შესახებ, რის შემდეგაც პარტნიორები იღებენ გადაწყვეტილებას შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებიდან პარტნიორის გასვლაზე თანხმობის მიცემის, აგრეთვე მისი წილის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისთვის გადაცემის, დანარჩენ პარტნიორებზე პროპორციულად გადანაწილების ან გაუქმების შესახებ.
მეწარმეთა შესახებ

article  144

4. თუ შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან 30 დღის ვადაში პარტნიორები არ მიიღებენ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებებს ან გადაწყვეტილებით უარს იტყვიან შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებიდან პარტნიორის გასვლაზე თანხმობის მიცემაზე, ხელმძღვანელი ორგანო ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს საზოგადოებიდან გასვლის მსურველ პარტნიორს. თუ ხელმძღვანელი ორგანო შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან 30 დღის ვადაში არ აცნობებს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებიდან გასვლის მსურველ პარტნიორს პარტნიორთა მიერ რაიმე გადაწყვეტილების მიღების შესახებ, მიიჩნევა, რომ პარტნიორებმა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებიდან პარტნიორის გასვლაზე თანხმობის მიცემაზე უარი განაცხადეს.
5. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებიდან გასვლის მსურველი პარტნიორის წილის ღირებულება უნდა დადგინდეს მხარეთა შეთანხმებით, ხოლო მათი შეთანხმების შეუძლებლობის შემთხვევაში − მხარეების მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ. თუ მხარეები დამოუკიდებელი აუდიტორის კანდიდატურაზე ვერ თანხმდებიან, დამოუკიდებელ აუდიტორს ერთ-ერთი მხარის განცხადების საფუძველზე ნიშნავს სასამართლო.
მეწარმეთა შესახებ

article  144

6. მხარეებს  დამოუკიდებელი აუდიტორის მომსახურების ღირებულების ანაზღაურება თანაბრად ეკისრებათ და ისინი აუდიტორის მომსახურების ღირებულების ანაზღაურებისთვის მის წინაშე სოლიდარულად აგებენ პასუხს, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
7. პარტნიორის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებიდან გასვლის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო პარტნიორის განცხადების საფუძველზე, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობის შემთხვევაში. აღნიშნული განცხადების წარდგენა დასაშვებია პარტნიორთა მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებიდან 30 დღის განმავლობაში, ხოლო თუ ეს გადაწყვეტილება მიღებული არ იქნა − 30-დღიანი ვადის უშედეგოდ გასვლიდან 30 დღის განმავლობაში. სასამართლო განსაზღვრავს აგრეთვე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებიდან გამსვლელი პარტნიორის წილის ღირებულებას და მისთვის წილის ღირებულების ანაზღაურების ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 30 დღეს.
8. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებიდან გამსვლელ პარტნიორს წილის ღირებულება უნდა აუნაზღაურდეს:
    ა) ანაზღაურების ოდენობაზე მხარეთა შეთანხმებიდან 15 დღის განმავლობაში, თუ მხარეები სხვა ვადაზე არ შეთანხმებულან;
მეწარმეთა შესახებ

article  144

ბ) დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ მხარეებისთვის წერილობითი დასკვნის წარდგენიდან 30 დღის განმავლობაში;
    გ) სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში.
9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გამოიყენება ამ კანონის 145-ე მუხლის პირველი, მე-4 და მე-7 პუნქტები.