FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ

article  4

პალატის უფლებები.
1. პალატას უფლება აქვს:
    ა) მონაწილეობა მიიღოს ეკონომიკური და სხვა საკითხების შესახებ კანონპროექტების შემუშავებასა და განხილვაში, განახორციელოს ეკონომიკის სფეროს ნორმატიული აქტების პროექტების დამოუკიდებელი ექსპერტიზა და შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს განსახილველად წარუდგინოს წინადადებები;
    ბ) ამ კანონითა და პალატის წესდებით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულებისას გაწეული მომსახურებისათვის ხელშეკრულების საფუძველზე დააწესოს საფასური;
    გ) ააშენოს, შეიძინოს და საქართველოს კანონმდებლობით ქონების გადაცემისათვის დადგენილი ნებისმიერი ფორმით მიიღოს პალატის საქმიანობისათვის საჭირო მოძრავი და უძრავი ქონება როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ;
    დ) დაკისრებული ფუნქციების ეფექტიანად შესრულების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადოს გარიგებები;
    ე) წარმოადგინოს ადგილობრივი მეწარმე სუბიექტების ინტერესები საერთაშორისო და უცხო ქვეყნების ორგანიზაციებში, ითანამშრომლოს მათთან და გახდეს მათი წევრი;
    ვ) ამ კანონით განსაზღვრული გარკვეული საქმიანობისა და ფუნქციების დელეგირების მიზნით დააფუძნოს კერძო სამართლის სუბიექტები;
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ

article  4

ზ) მოახდინოს ამ კანონით მისთვის მინიჭებული გარკვეული ფუნქციების სრული ან ნაწილობრივი დელეგირება აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატებისათვის, ტერიტორიული გამიჯვნის პრინციპით.
2. პალატას უფლება აქვს, ამ კანონით დადგენილი წესით შექმნას სხვა სახის სავაჭრო-სამრეწველო პალატები (ერთობლივად დაფუძნებული, სპეციალურ - დარგობრივი), რომელთა საქმიანობისა და უფლებამოსილების სფეროები განისაზღვრება მათი დაფუძნების აქტებით.