Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ article 3 დ) ფიზიკური ინფრასტრუქტურა − ინფრასტრუქტურის ოპერატორის ქსელის (მათ შორის, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის) ნებისმიერი ელემენტი, რომელიც ქსელის აქტიური ელემენტი არ არის და განკუთვნილია ქსელის სხვა ელემენტების განსათავსებლად. ფიზიკური ინფრასტრუქტურის ელემენტებია: მილები, ანძები, არხები, სათვალთვალო ჭები, საკანალიზაციო ლიუკები, კაბინები, შენობები და შენობებში შესასვლელები, მათ შორის, თანალოკაციის ადგილები, ანტენების მოწყობილობები, კოშკები და ბოძები. ამ კანონის მიზნებისთვის კაბელები, მათ შორის, გაუნათებელი ოპტიკური ძარღვი, აგრეთვე ფიზიკური ინფრასტრუქტურის ელემენტები, რომლებიც სასმელი წყლის მისაწოდებლად გამოიყენება, ფიზიკური ინფრასტრუქტურა არ არის; ე) საზოგადოებრივი დანიშნულების სამშენებლო სამუშაოები − სამშენებლო სამუშაოები, რომლებიც სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის ან სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის ერთ ან ერთზე მეტ ელემენტს მოიცავს; ვ) საჯარო დაწესებულება − სახელმწიფო ბიუჯეტის, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებით შექმნილი და შესაბამისი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულება, აგრეთვე მის წინაშე ანგარიშვალდებული/მისი კონტროლისადმი დაქვემდებარებული ორგანიზაცია; |
სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ article 3 ზ) შენობის შიდა ფიზიკური ინფრასტრუქტურა − ფიზიკური ინფრასტრუქტურა ან ინსტალაციები ბოლო მომხმარებლამდე, მათ შორის, საერთო საკუთრებაში არსებული ელემენტები, რომლებიც განკუთვნილია სადენიანი დაშვების ქსელების ან/და უსადენო დაშვების ქსელების განსათავსებლად და სადაც ამ ქსელებით შესაძლებელია ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების მიწოდება და შენობის დაშვების წერტილის ქსელის ტერმინაციის წერტილთან მიერთება; თ) შენობის დაშვების წერტილი – ფიზიკური წერტილი, რომელიც მდებარეობს შენობის შიგნით ან მის გარეთ, ხელმისაწვდომია ავტორიზებული პირისთვის და სადაც შესაძლებელია შენობის შიდა ფიზიკურ ინფრასტრუქტურასთან მიერთება; ი) ერთიანი საინფორმაციო პლატფორმის ადმინისტრატორი − საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია; კ) კომისია − საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია. 2. ამ კანონში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობა, თუ ამავე კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. |
სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ article 3 ტერმინთა განმარტება. 1. ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ავტორიზებული პირი − „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ავტორიზებული პირი; ბ) ახალაშენებული შენობა − მრავალფუნქციური შენობა ან/და მრავალბინიანი შენობა, რომელზედაც სანებართვო განაცხადი ამ კანონის ამოქმედების შემდეგ იქნა წარდგენილი; გ) ინფრასტრუქტურის ოპერატორი − ავტორიზებული პირი, აგრეთვე პირი, რომელიც ფლობს ფიზიკურ ინფრასტრუქტურას, რომლის საშუალებითაც იგი ახორციელებს ან აპირებს განახორციელოს: გ.ა) ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირება ან განაწილება; გ.ბ) ელექტროენერგიის წარმოება, გადაცემა ან განაწილება; გ.გ) გარე განათების მომსახურება; გ.დ) თბომომარაგება; გ.ე) წყალმომარაგება, წყალარინება, სანიაღვრო და სადრენაჟო სისტემების მართვა და ოპერირება; გ.ვ) სატრანსპორტო მომსახურება, მათ შორის, სარკინიგზო, საგზაო, სანავსადგურო და სააეროპორტო მომსახურებები; |