Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 9
ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების დამატებითი ზედამხედველობის შესახებ article 2 ტერმინთა განმარტება. 1. ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) არარეგულირებული საწარმო − საწარმო, რომელიც ამ კანონის საფუძველზე რეგულირებული საწარმო არ არის; ბ) ჰოლდინგური საწარმო − საწარმო, რომლის ძირითადი საქმიანობაა სხვა საწარმოების საქმიანობის მართვა ან კონტროლი; გ) აქტივების მმართველი კომპანია − იურიდიული პირი, რომელიც საინვესტიციო ფონდს/ფონდებს (კოლექტიურ ფონდებს) მართავს; დ) საინვესტიციო ფონდი − „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საინვესტიციო ფონდი; ე) მჭიდრო კავშირი − ისეთი კავშირი, როდესაც ორი ან ორზე მეტი ფიზიკური პირი ან/და იურიდიული პირი ერთმანეთთან დაკავშირებულია კონტროლით ან მონაწილეობით ან ორი ან ორზე მეტი ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი სხვა პირთან მუდმივად დაკავშირებულია კონტროლით; ვ) გადამზღვეველი ორგანიზაცია − იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს გადაზღვევის საქმიანობას (ოპერაციას), რომლის განხორციელების დროსაც გადაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე, ამ ხელშეკრულების თავისებურების გათვალისწინებით სადაზღვევო რისკი და მასთან დაკავშირებული შესაძლო ზარალი მთლიანად ან ნაწილობრივ მიიღება; |
ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების დამატებითი ზედამხედველობის შესახებ article 2 ზ) დამხმარე მომსახურებათა საწარმო − საწარმო, რომლის ძირითადი საქმიანობაა ქონების მართვა ან/და მისი ფლობა, მონაცემთა დამუშავების სერვისების მართვა ან მსგავსი საქმიანობა, რომელიც ერთი ან ერთზე მეტი კომერციული ბანკის ძირითადი საქმიანობის დამხმარე საქმიანობად შეიძლება იქნეს მიჩნეული; თ) ერთობლივი მართვა − საწარმოებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ან ამ საწარმოების სადამფუძნებლო დოკუმენტების საფუძველზე განხორციელებული ერთობლივი მართვა, რომელიც არ გულისხმობს ერთობლივ კონტროლს ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების − ფასს 11-ის შესაბამისად; ი) შერეული ფინანსური ჰოლდინგური საწარმო − მშობელი საწარმო, რომელიც არარეგულირებული საწარმოა და შვილობილ საწარმოებთან (რომელთაგან ერთი მაინც არის რეგულირებული საწარმო, რომლის იურიდიული მისამართი საქართველოს ტერიტორიაზეა) და სხვა საწარმოებთან ერთად ქმნის ფინანსურ კონგლომერატს. დამატებითი ზედამხედველობის მიზნებისთვის შერეული ფინანსური ჰოლდინგური საწარმო ჯგუფის უდიდეს ფინანსურ სექტორს მიეკუთვნება; |
ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების დამატებითი ზედამხედველობის შესახებ article 2 კ) საზედამხედველო ორგანო − ორგანო, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული აქვს კომერციული ბანკების, სადაზღვევო ორგანიზაციების, გადამზღვეველი ორგანიზაციების, საბროკერო კომპანიების, აქტივების მმართველი კომპანიების ინდივიდუალურ დონეზე ან ჯგუფის (კონსოლიდირებულ) დონეზე ზედამხედველობის უფლებამოსილება; ლ) კონტროლი − ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებით (ფასს) განსაზღვრული კონტროლი; მ) მესამე სახელმწიფო − ნებისმიერი სახელმწიფო, გარდა საქართველოსი; ნ) მონაწილეობა: ნ.ა) უფლებების ფლობა სხვა საწარმოს კაპიტალში, რომელიც შეიძლება დასტურდებოდეს შესაბამისი დოკუმენტით და რომელიც გულისხმობს სარგებლის მიღებას საწარმოს კაპიტალში ამ უფლებების ფლობის გამოყენებით/საწარმოს საქმიანობაში მონაწილეობის მიღებით; ნ.ბ) საწარმოს ხმის უფლების ან კაპიტალის 20 პროცენტის ან 20 პროცენტზე მეტის პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობა; ო) მშობელი საწარმო − საწარმო, რომელიც, საზედამხედველო ორგანოს შეფასებით, ერთი ან რამდენიმე საწარმოს მიმართ ფაქტობრივად ახორციელებს კონტროლს, ან/და საწარმო, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ვალდებულია მოამზადოს კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება, თუ ეს საწარმო: |
ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების დამატებითი ზედამხედველობის შესახებ article 2 ო.ა) მეორე საწარმოში პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს ხმის უფლების მქონე აქციების/წილების/პაის 50 პროცენტს ან 50 პროცენტზე მეტს; ო.ბ) უფლებამოსილია დანიშნოს ან გაათავისუფლოს მეორე საწარმოს მმართველობითი ან სამეთვალყურეო ორგანოს წევრთა უმრავლესობა, ამასთანავე, არის ამ საწარმოს აქციონერი ან პარტნიორი; ო.გ) არის მეორე საწარმოს აქციონერი ან პარტნიორი, ამასთანავე, შესრულებულია ერთ-ერთი შემდეგი პირობა: ო.გ.ა) ამ საწარმოს მმართველობითი და სამეთვალყურეო ორგანოების წევრთა უმრავლესობა აღნიშნულ ორგანოებში წარმოდგენილი იყო წინა და მიმდინარე ფინანსური წლების განმავლობაში და ეს წევრები კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების მომზადების თარიღისთვის დაინიშნენ მხოლოდ საწარმოს ხმის უფლების გამოყენების შედეგად (ამ ქვეპუნქტის მოქმედება არ გავრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც სხვა საწარმოს ამ საწარმოს მიმართ აქვს ამ პუნქტის „ო.ა“ ან „ო.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული უფლება/უფლებები); ო.გ.ბ) ეს საწარმო დამოუკიდებლად აკონტროლებს აქციონერების ან პარტნიორების ხმის უფლებათა უმრავლესობას სხვა აქციონერებთან ან პარტნიორებთან შეთანხმების საფუძველზე; პ) რეგულირებული საწარმო − კომერციული ბანკი, სადაზღვევო ორგანიზაცია, გადამზღვეველი ორგანიზაცია, საბროკერო კომპანია, აქტივების მმართველი კომპანია; |
ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების დამატებითი ზედამხედველობის შესახებ article 2 ჟ) რისკის კონცენტრაცია − რისკის პოზიცია, რომელიც პოტენციური დანაკარგის მატარებელია და რომელმაც შესაძლებელია საფრთხე შეუქმნას ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების გადახდისუნარიანობას ან ფინანსურ პოზიციას. რისკის კონცენტრაცია გულისხმობს ყველა რისკის პოზიციას, მათ შორის, კონტრაჰენტის, საკრედიტო, საინვესტიციო, სადაზღვევო და საბაზრო რისკებისა ერთობლივად ან ცალ-ცალკე, მიუხედავად მათი გამომწვევი მიზეზებისა; რ) სექტორული ზედამხედველობის წესები − კანონმდებლობა, რომელიც დაკავშირებულია რეგულირებული საწარმოების სექტორულ ზედამხედველობასთან; ს) ფინანსური კონგლომერატი − ჯგუფი ან ქვეჯგუფი: ს.ა) რომლის სათავეში რეგულირებული საწარმოა, ამასთანავე, შესრულებულია ყველა შემდეგი პირობა: ს.ა.ა) ჯგუფის/ქვეჯგუფის სათავეში მყოფი საწარმო არის მშობელი საწარმო ფინანსურ სექტორში შემავალი საწარმოსი ან იმ საწარმოსი, რომელიც ფინანსურ სექტორში შემავალ რომელიმე საწარმოსთან დაკავშირებულია ამ პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ერთობლივი მართვით ან ისეთი კავშირით, როდესაც საწარმოების მმართველობითი ან სამეთვალყურეო ორგანოს წევრთა ნახევარზე მეტს შეადგენენ ერთი და იგივე პირები ფინანსური წლის განმავლობაში კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების მომზადების თარიღამდე; |
ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების დამატებითი ზედამხედველობის შესახებ article 2 ს.ა.ბ) ჯგუფში/ქვეჯგუფში შემავალი ერთი საწარმო მაინც არის კომერციული ბანკი/საბროკერო სექტორში შემავალი საწარმო, ხოლო სულ მცირე ერთი საწარმო − სადაზღვევო სექტორში შემავალი საწარმო; ს.ა.გ) ჯგუფის/ქვეჯგუფის საწარმოების კონსოლიდირებული ან აგრეგირებული საქმიანობა როგორც სადაზღვევო, ისე საბანკო ან საბროკერო სექტორში შემავალი საწარმოების შემთხვევაში მიჩნეულია მნიშვნელოვნად ამ კანონის მე-3 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად; ს.ბ) რომლის სათავეში არარეგულირებული საწარმოა, ამასთანავე, შესრულებულია ყველა შემდეგი პირობა: ს.ბ.ა) ჯგუფის/ქვეჯგუფის ძირითადი საქმიანობაა ფინანსურ სექტორში საქმიანობა ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად; ს.ბ.ბ) ჯგუფში/ქვეჯგუფში შემავალი ერთი საწარმო მაინც არის კომერციული ბანკი/საბროკერო სექტორში შემავალი საწარმო, ხოლო სულ მცირე ერთი საწარმო − სადაზღვევო სექტორში შემავალი საწარმო; ს.ბ.გ) ჯგუფის/ქვეჯგუფის საწარმოების კონსოლიდირებული ან აგრეგირებული საქმიანობა როგორც სადაზღვევო, ისე საბანკო ან საბროკერო სექტორში შემავალი საწარმოების შემთხვევაში მიჩნეულია მნიშვნელოვნად ამ კანონის მე-3 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად; |
ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების დამატებითი ზედამხედველობის შესახებ article 2 ტ) ფინანსური სექტორი − სექტორი, რომელიც მოიცავს შემდეგ სექტორებს, რომლებიც, თავის მხრივ, შედგება ერთი ან რამდენიმე ქვემოთ მითითებული სუბიექტისგან: ტ.ა) საბანკო სექტორი − კომერციული ბანკისგან, ფინანსური ინსტიტუტისგან ან დამხმარე მომსახურებათა საწარმოსგან. ამ ქვეპუნქტის მიზნებისთვის ფინანსური ინსტიტუტი არის ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული იურიდიული პირი, რომლის საქმიანობაა ფინანსური მომსახურების განხორციელება, გარდა კომერციული ბანკისა, დამხმარე მომსახურებათა საწარმოსი და ამ პუნქტის „ტ.ბ“ და „ტ.გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული იურიდიული პირებისა; ტ.ბ) სადაზღვევო სექტორი − სადაზღვევო ორგანიზაციისგან, გადამზღვეველი ორგანიზაციისგან ან იმ საწარმოსგან, რომლის ძირითადი საქმიანობაა მზღვეველი ორგანიზაციების/გადამზღვეველი ორგანიზაციების შეძენა/ფლობა; ტ.გ) საბროკერო სექტორი − საბროკერო კომპანიისგან; უ) შესაბამისი საზედამხედველო ორგანო: უ.ა) საზედამხედველო ორგანო, რომელიც ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოს სექტორულ ზედამხედველობას ახორციელებს ჯგუფის (კონსოლიდირებულ) დონეზე; უ.ბ) ამ კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად დანიშნული კოორდინატორი, თუ იგი განსხვავდება ამ პუნქტის „უ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საზედამხედველო ორგანოსგან; |
ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების დამატებითი ზედამხედველობის შესახებ article 2 უ.გ) სხვა საზედამხედველო ორგანო, რომელსაც ამ პუნქტის „უ.ა“ ან „უ.ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისთვის მესამე სახელმწიფო შესაბამის საზედამხედველო ორგანოდ მიიჩნევს; ფ) შვილობილი საწარმო − საწარმო, რომლის მიმართ მშობელ საწარმოს ფაქტობრივად აქვს კონტროლი და რომელიც ასეთად მიჩნეულია საზედამხედველო ორგანოს მიერ, ან საწარმოები, რომელთა შორის არსებობს ამ პუნქტის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ურთიერთობა, ან ასეთი შვილობილი საწარმოების შვილობილი საწარმოები; ქ) ჯგუფი: ქ.ა) საწარმოების ჯგუფი, რომელიც შედგება მშობელი საწარმოსგან, მისი შვილობილი საწარმოებისა და სხვა საწარმოებისგან და რომელშიც მონაწილეობს მშობელი საწარმო ან მონაწილეობენ მისი შვილობილი საწარმოები; ქ.ბ) იმ საწარმოების ჯგუფი, რომლებიც ერთობლივად ამზადებენ კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებას ამ პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აგრეთვე კონსოლიდირებულ მმართველობის ანგარიშგებას, რადგან ისინი ერთმანეთთან დაკავშირებული არიან: ქ.ბ.ა) ერთობლივი მართვით; ქ.ბ.ბ) ისეთი კავშირით, როდესაც საწარმოების მმართველობითი ან სამეთვალყურეო ორგანოების წევრთა ნახევარზე მეტს შეადგენენ ერთი და იგივე პირები ფინანსური წლის განმავლობაში კონსოლიდირებული ანგარიშგების მომზადების თარიღამდე; |
ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების დამატებითი ზედამხედველობის შესახებ article 2 ქ.გ) ამ პუნქტის „ქ.ა“ და „ქ.ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საწარმოების ქვეჯგუფი; ღ) შიდაჯგუფური ტრანზაქციები − ტრანზაქციები, რომელთა განხორციელების შედეგად ვალდებულების შესასრულებლად ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოები პირდაპირ ან არაპირდაპირ დამოკიდებული ხდებიან იმავე ჯგუფში შემავალ სხვა საწარმოზე ან რომელიმე ფიზიკურ პირზე ან იურიდიულ პირზე, რომელსაც ჯგუფში შემავალ რომელიმე საწარმოსთან მჭიდრო კავშირი აქვს. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება შეიძლება იყოს სახელშეკრულებო ან არასახელშეკრულებო, სასყიდლიანი ან უსასყიდლო; ყ) კოორდინატორი − ამ კანონის მე-10 მუხლით განსაზღვრული საზედამხედველო ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია ამავე კანონით გათვალისწინებული დამატებითი ზედამხედველობის განხორციელებისა და კოორდინაციისთვის; შ) რისკის პროფილი − დროის გარკვეულ მომენტში ცალკეულ რისკის კატეგორიებში კომერციული ბანკის მთლიანი (ნებისმიერი სახის მიტიგაციის გამოყენებამდე) ან წმინდა რისკის პოზიციები (მიტიგაციის გათვალისწინებით), რომლებიც, თავის მხრივ, მიმდინარე დაშვებებს ან მომავალზე ორიენტირებულ დაშვებებს ეფუძნება; ჩ) საზედამხედველო კოლეჯი − მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფი, რომელიც შედგება ფინანსურ კონგლომერატში შემავალი საწარმოების საზედამხედველო ორგანოებისგან. |