FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 4

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

article  34

მიმღების მიერ ან მისი მეშვეობით ინიციირებული ავტორიზებული გადახდის ოპერაციის თანხის ანაზღაურება.
1. გადამხდელი უფლებამოსილია საგადახდო მომსახურების პროვაიდერისგან მიიღოს ანაზღაურება შესრულებულ ავტორიზებულ გადახდის ოპერაციაზე, რომელიც ინიციირებული იყო მიმღების მიერ ან მისი მეშვეობით, თუ დაკმაყოფილებულია ყველა შემდეგი პირობა:
    ა) ავტორიზაციის გაცემისას ავტორიზაცია არ განსაზღვრავდა გადახდის ოპერაციის ზუსტ თანხას;
    ბ) გადახდის ოპერაციის თანხა აჭარბებს იმ ოდენობას, რომლის გონივრული მოლოდინიც გადამხდელს შეეძლო ჰქონოდა წინა ხარჯვითი თავისებურებიდან, ჩარჩოხელშეკრულების პირობებიდან და არსებული შემთხვევის შესაბამისი გარემოებებიდან გამომდინარე.
2. საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მოთხოვნით, გადამხდელი ვალდებულია დაამტკიცოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობების არსებობა.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ანაზღაურება უნდა განხორციელდეს შესრულებული გადახდის ოპერაციის სრული თანხის ოდენობით. ანაზღაურებულ თანხაზე სარგებლის თარიღი უნდა იყოს არაუგვიანეს თანხის დადებეტების თარიღისა.
საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

article  34

4. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დაადგინოს პირდაპირი დებეტის წესი, რომლის შემთხვევაში, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ უფლებასთან ერთად, ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში მოთხოვნის შემთხვევაში მომხმარებელს ექნება ანაზღაურების უპირობო უფლება. პირდაპირი დებეტის წესი არ უნდა ზღუდავდეს ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ უფლებას.
5. დაუშვებელია ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისთვის გადამხდელის მიერ ვალუტის გადაცვლასთან დაკავშირებული საფუძვლების მითითება, თუ გამოყენებულ იქნა თავის პროვაიდერთან შეთანხმებული გაცვლითი კურსი.
6. გადამხდელსა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერს შორის დადებული ჩარჩოხელშეკრულება შეიძლება ითვალისწინებდეს, რომ გადამხდელს არ აქვს ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, თუ დაკმაყოფილებულია ყველა შემდეგი პირობა:
    ა) გადამხდელმა უშუალოდ თავის საგადახდო მომსახურების პროვაიდერს მისცა თანხმობა გადახდის ოპერაციის შესრულებაზე;
    ბ) მომავალი გადახდის ოპერაციის, ასეთის არსებობის შემთხვევაში, შესახებ ინფორმაცია შეთანხმებული ფორმით გადამხდელისთვის მიწოდებულია ან მასთან შეთანხმებული ფორმით სხვაგვარად ხელმისაწვდომია საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ან მიმღების მიერ ამ გადახდის ვალდებულების თარიღამდე არანაკლებ 4 კვირით ადრე.
საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

article  34

7. გადამხდელი უფლებამოსილია ამ მუხლის შესაბამისად მოითხოვოს მიმღების მიერ ან მისი საშუალებით ინიციირებული ავტორიზებული გადახდის ოპერაციის თანხის ანაზღაურება საგადახდო ანგარიშის დადებეტებიდან არაუგვიანეს 8 კვირის განმავლობაში.
8. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია გადამხდელისგან ანაზღაურების მოთხოვნის მიღებიდან არაუმეტეს 10 სამუშაო დღის ვადაში აუნაზღაუროს მას გადახდის ოპერაციის სრული თანხა ან წარუდგინოს დასაბუთებული უარი. უარის შემთხვევაში პროვაიდერი ვალდებულია მომხმარებელს მიაწოდოს ინფორმაცია საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებული დავების განმხილველი კომისიისა და მისთვის მიმართვის უფლების შესახებ. ამ პუნქტით განსაზღვრული უარი დაუშვებელია ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში. მუხლი 35. (ამოღებულია) საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4199 - ვებგვერდი, 10.09.2015წ. საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №446 - ვებგვერდი, 22.03.2017წ. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1897 - ვებგვერდი, 11.01.2018წ. საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5681 – ვებგვერდი, 31.12.2019წ.
საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

article  34

მუხლი 36. (ამოღებულია) საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4199 - ვებგვერდი, 10.09.2015წ. საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №446 - ვებგვერდი, 22.03.2017წ. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1897 - ვებგვერდი, 11.01.2018წ. საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5665 – ვებგვერდი, 31.12.2019წ. საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5681 – ვებგვერდი, 31.12.2019წ. მუხლი 37. (ამოღებულია) მუხლი 38. (ამოღებულია) მუხლი 39. (ამოღებულია) მუხლი 40. (ამოღებულია)