FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის შესახებ

article  3

ნარჩენები, რომელთა იმპორტი, ექსპორტი და ტრანზიტი  დაშვებულია.
1. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე (მისი ტერიტორიული წყლების, საჰაერო სივრცის, კონტინენტური შელფისა და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ჩათვლით) დაშვებულია:
    ა) არასახიფათო ნარჩენების იმპორტი – მათი შემდგომი აღდგენის მიზნით;
    ბ) არასახიფათო ნარჩენების ექსპორტი და ტრანზიტი;
    გ) სახიფათო ნარჩენების ექსპორტი – სახიფათო ნარჩენების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვაში მონაწილე სახელმწიფოს (სახელმწიფოების) კომპეტენტური ორგანოს (ორგანოების) თანხმობით, ბაზელის კონვენციის მოთხოვნებისა და პროცედურების გათვალისწინებით.
2. ნარჩენების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვა დაშვებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი აკმაყოფილებენ ნარჩენების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვაში მონაწილე სახელმწიფოთა კანონმდებლობების მოთხოვნათაგან უმკაცრესს.
3. „საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტისათვის, საქართველოს ტერიტორიიდან ექსპორტისათვის და საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტისათვის დაშვებული ნარჩენების ნუსხას“ დადგენილებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. საქართველოს 2010 წლის 13 ივლისის კანონი №3395-სსმ I, №41, 21.07.2010წ., მუხ.263