Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ article 183 1. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვისას ან საპენსიო ასაკის მიღწევისას ენიშნება სახელმწიფო კომპენსაცია 1 200 ლარის ოდენობით. 2. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლოში გამწესებიდან არანაკლებ 3 წლის შემდეგ პირადი განცხადების საფუძველზე შეუწყდა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილება, ენიშნება სახელმწიფო კომპენსაცია საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის შესაბამისი ხელფასის სრული ოდენობით, იმ ვადით, რომელშიც მას უნდა განეხორციელებინა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილება. ეს კომპენსაცია დანამატის შენარჩუნებით იცვლება საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი წევრის შრომის ანაზღაურების ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს განაკვეთის ცვლილების შესაბამისად, ხოლო ამ ვადის ამოწურვის შემდეგ კომპენსაცია გადაანგარიშდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობის შესაბამისად. |
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ article 183 3. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის გარდაცვალებისას, უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებისას ან გარდაცვლილად გამოცხადებისას მის შვილებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე, შრომისუუნარო მეუღლეს და შვილებს (ასაკის მიუხედავად) ენიშნებათ სახელმწიფო კომპენსაცია „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით. 4. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ან ყოფილი წევრის საქმიანობასთან დაკავშირებული თავდასხმის შედეგად მისი დაღუპვისას მის შრომისუუნარო მეუღლეს ან/და შვილებს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის ნაცვლად შეიძლება მიეცეთ ერთჯერადი ფულადი დახმარება გარდაცვლილის 10 წლის ფულადი გასამრჯელოს სრული ოდენობით, მათი არჩევით. 5. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს, რომელსაც მის საქმიანობასთან დაკავშირებული თავდასხმის შედეგად შესაძლებლობა შეეზღუდა, მიეცემა ფულადი დახმარება: ა) შრომისუნარიანობის ნაწილობრივ დაკარგვისას − 1 წლის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით; ბ) შრომისუნარიანობის სრულად დაკარგვისას − 5 წლის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. |