FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

article  55

უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებაზე უარის თქმის საფუძვლები.
1. უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი საქართველოს ტერიტორიაზე არ აღსრულდება, თუ:
    ა) ქმედება, რომლის ჩადენისთვისაც პირს უცხო სახელმწიფოში შეეფარდა სასჯელი, დანაშაულად არ ითვლება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით და პირი, რომლის მიმართაც გამოტანილ იქნა განაჩენი, არ დაექვემდებარებოდა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას ან დასჯას ქმედების საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენის შემთხვევაში;
    ბ) უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის აღსრულება ეწინააღმდეგება საქართველოს სამართლებრივი სისტემის ფუნდამენტურ პრინციპებს;
    გ) დანაშაულს, რომელთან დაკავშირებითაც უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილმა სასამართლომ გამოიტანა განაჩენი, საქართველო მიიჩნევს პოლიტიკურ ან სამხედრო დანაშაულად;
    დ) არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ განაჩენი გამოტანილ იქნა ან პირის მდგომარეობა დამძიმდა მისი რასის, ეროვნების, ეთნიკური კუთვნილების, რელიგიური ან პოლიტიკური შეხედულებების ან სხვა მსგავს გარემოებათა გამო;
    ე) უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის აღსრულება ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს;
სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

article  55

ვ) საქართველოს შესაბამისი ორგანოები ახორციელებენ სამართალწარმოებას იმავე დანაშაულთან დაკავშირებით, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება პირის მიმართ განაჩენის აღსრულება;
    ზ) იმ დანაშაულთან დაკავშირებით, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება განაჩენის აღსრულება, არსებობს საქართველოს სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ან საქართველოს შესაბამისმა ორგანოებმა მიიღეს საბოლოო გადაწყვეტილება პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ;
    თ) იმ დანაშაულთან დაკავშირებით, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება განაჩენის აღსრულება, საქართველოს შესაბამისმა ორგანოებმა მიიღეს საბოლოო გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე უარის თქმის შესახებ;
    ი) დანაშაული, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება განაჩენის აღსრულება, ჩადენილია შუამდგომლობის ინიციატორი სახელმწიფოს ტერიტორიის გარეთ;
    კ) საქართველოს არ შეუძლია უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის აღსრულება;
    ლ) საქართველოს შესაბამისი ორგანო მიიჩნევს, რომ უცხო სახელმწიფოს თავად შეუძლია თავისი უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის აღსრულება;
სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

article  55

მ) იმ დანაშაულისათვის, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება განაჩენის აღსრულება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით გასულია ხანდაზმულობის ვადა, რომელიც პირს ათავისუფლებს სასჯელის მოხდისგან;
    ნ) უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი სასამართლოს განაჩენის საფუძველზე სასჯელის სახით პირის მიმართ გამოყენებულია მხოლოდ თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა.
2. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობებისა, უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი საქართველოს ტერიტორიაზე ასევე არ აღსრულდება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით გათვალისწინებული სხვა დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობის შემთხვევებში.