FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

article  70

საქართველოს ვიზისა და საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოსაკრებელი და საფასური.
1. უცხოელი საქართველოს ვიზის გაცემისათვის იხდის საკონსულო მოსაკრებელს „საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ხოლო უცხოელი სასაზღვრო გამტარ პუნქტში მოკლევადიანი ორდინალური ვიზის გაცემისათვის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს ვიზის გაცემისათვის და მისი მოქმედების ვადის გაგრძელებისათვის იხდის სახელმწიფო ბაჟს „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. უცხოელი მომსახურების საფასურს საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული ოდენობითა და წესით იხდის:
    ა) ამ კანონის მე-8 მუხლის 1-1 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოს საიმიგრაციო ვიზის გასაცემად, აგრეთვე D3 კატეგორიის და D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზების მოქმედების ვადის გასაგრძელებლად საჭირო დოკუმენტაციის მიღებას და სამგზავრო დოკუმენტში ვიზის დატანას ან საქართველოს ვიზის ელექტრონულად გაცემას უზრუნველყოფენ იუსტიციის სახლი და სააგენტო, ან სააგენტოს ამ პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას ახორციელებს მუნიციპალიტეტი დელეგირების ხელშეკრულების საფუძველზე;
    ბ) საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტისათვის.