Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ article 31 იმ პირის სამართლებრივი მდგომარეობა, რომელსაც საქართველოს პატენტრწმუნებულის სტატუსი ამ კანონის ამოქმედებამდე მიენიჭა. 1. პირი, რომელსაც საქართველოს პატენტრწმუნებულის სტატუსი ამ კანონის ამოქმედებამდე მიენიჭა, უთანაბრდება ამ კანონით გათვალისწინებულ საერთო სპეციალიზაციის მქონე საქართველოს პატენტრწმუნებულს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულმა პირმა ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში საქართველოს პატენტრწმუნებულთა რეესტრში რეგისტრაციისთვის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს − „საქპატენტს“ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად უნდა წარუდგინოს განცხადება და მას უნდა დაურთოს ამ კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია/ინფორმაცია, რის საფუძველზედაც საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი − „საქპატენტი“ აღნიშნულ პირს საქართველოს პატენტრწმუნებულთა რეესტრში დაარეგისტრირებს. ზემოაღნიშნული განცხადების დადგენილ ვადაში წარუდგენლობა საქართველოს პატენტრწმუნებულის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველია. |
საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ article 31 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირი ვალდებულია საქართველოს პატენტრწმუნებულთა რეესტრში რეგისტრაციიდან 2 თვის ვადაში საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს − „საქპატენტს“ წარუდგინოს ამ კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის დამადასტურებელი დოკუმენტები. ამ დოკუმენტების დადგენილ ვადაში წარუდგენლობა საქართველოს პატენტრწმუნებულის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველია. |