Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 5
საქართველოს სარკინიგზო კოდექსი article 42 საფოსტო გზავნილის გადაზიდვა. 1. რკინიგზა საფოსტო გზავნილის გადაზიდვას ახორციელებს საფოსტო საწარმოსთან (ორგანიზაციასთან და ა.შ.) დადებული გადაზიდვის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლითაც ეს საწარმო (ორგანიზაცია და ა.შ.) ვალდებულია რკინიგზას გადასაზიდად დროულად წარუდგინოს საფოსტო გზავნილი, დატვირთოს იგი გამოყოფილ ვაგონში, გადაიხადოს გადაზიდვის საფასური და მიიღოს საფოსტო გზავნილი დანიშნულების პუნქტში, ხოლო რკინიგზა ვალდებულია, გადასაზიდად მიიღოს საფოსტო გზავნილი და დროულად მიიტანოს დანიშნულების ადგილზე. 2. საფოსტო გზავნილის გადაზიდვა ხორციელდება მატარებელში ჩართული საფოსტო ვაგონით, თუ გადაზიდვის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 3. მატარებელში საფოსტო ვაგონის ჩართვისა და საფოსტო გზავნილის გადაზიდვის პირობები განისაზღვრება „რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვის წესებით“. |
საქართველოს სარკინიგზო კოდექსი article 42 -1. რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის ზედამხედველობა. 1. სარკინიგზო საწარმომ, რკინიგზის სადგურის მენეჯერმა, ბილეთების გამყიდველმა, ტუროპერატორმა ბილეთის გაყიდვისას მგზავრს უნდა მიაწოდოს ამ კოდექსითა და რკინიგზის მგზავრთა უფლებების დაცვის წესით გათვალისწინებული მისი უფლებების (მათ შორის, საჩივრის წარდგენის უფლების) და ვალდებულებების შესახებ ზოგადი ინფორმაცია სხვადასხვა საშუალებით, მათ შორის, ელექტრონული ფორმით, შესაბამის ვებგვერდზე გამოქვეყნებით. მან მგზავრს აგრეთვე უნდა მიუთითოს კონკრეტული ადგილი, სადაც იგი შეძლებს აღნიშნული ინფორმაციის მიღებას მომსახურების გაუქმების, გადასასხდომ სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებაზე დაგვიანების ან ხანგრძლივი დაგვიანების შემთხვევაში. 2. მგზავრს უფლება აქვს, საჩივრით მიმართოს სარკინიგზო საწარმოს ან რკინიგზის სადგურის მენეჯერს ამ კოდექსითა და რკინიგზის მგზავრთა უფლებების დაცვის წესით განსაზღვრულ, მისი პასუხისმგებლობისადმი დაქვემდებარებულ საკითხებზე მოთხოვნის უფლების წარმომშობი შემთხვევის დადგომიდან 3 თვის ვადაში. სარკინიგზო საწარმო ან რკინიგზის სადგურის მენეჯერი საჩივარს 1 თვის ვადაში განიხილავს. 3. ამ თავით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და მგზავრთა უფლებების დაცვის ზედამხედველობას ახორციელებს სააგენტო. აღნიშნულ სფეროში სააგენტოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: |
საქართველოს სარკინიგზო კოდექსი article 42 ა) მგზავრებისთვის მათ უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე კონსულტაციის გაწევა; ბ) მგზავრთა უფლებების დარღვევის შესახებ მათი საჩივრების განხილვა; გ) რკინიგზის მგზავრთა უფლებების დაცვის წესის შესრულების შემოწმება (ინსპექტირება). 4. სააგენტოს მიერ რკინიგზის მგზავრთა უფლებების დაცვის წესის დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში იგი უფლებამოსილია გამოიყენოს შემდეგ ღონისძიებათაგან ერთ-ერთი ან ერთდროულად რამდენიმე: ა) მოითხოვოს აღნიშნული დარღვევისა და მგზავრთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებული ნაკლოვანების მის მიერ მითითებული ფორმით და დადგენილ ვადაში გამოსწორება; ბ) წერილობით მისცეს რჩევები და გაუწიოს რეკომენდაცია პირს მის მიერ მგზავრთა უფლებების უმნიშვნელო დარღვევის ჩადენის შემთხვევაში; გ) სამართალდამრღვევს დააკისროს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. 5. ამ მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის შესრულება სავალდებულოა. იგი სააგენტოს მიერ დადგენილ ვადაში უნდა შესრულდეს. |
საქართველოს სარკინიგზო კოდექსი article 42 6. სააგენტოს მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში იგი უფლებამოსილია შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და მიიღოს გადაწყვეტილება სარკინიგზო საწარმოსთვის ან/და რკინიგზის სადგურის მენეჯერისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ. |
საქართველოს სარკინიგზო კოდექსი article 42 -2. სააგენტოს მიერ მგზავრის საჩივრის განხილვა. 1. სააგენტო ვალდებულია განიხილოს რკინიგზის მგზავრთა უფლებების დაცვის წესის დარღვევის შესახებ მგზავრის საჩივარი და განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები. 2. სააგენტო უფლებამოსილია მგზავრის საჩივართან დაკავშირებული გარემოებების შესასწავლად და გამოსაკვლევად ჩაატაროს შემოწმება. სარკინიგზო საწარმო, ინფრასტრუქტურის მენეჯერი, რკინიგზის სადგურის მენეჯერი, ბილეთების გამყიდველი, ტუროპერატორი ვალდებულია სააგენტოს მიერ მოთხოვნის შემთხვევაში გადასცეს მას შესაბამისი მასალა, ინფორმაცია ან/და დოკუმენტი, აგრეთვე უზრუნველყოს სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომლის სათანადო ინფრასტრუქტურასთან დაშვება. 3. სააგენტოს მიერ მგზავრის საჩივრის განხილვის ვადა 2 თვეს არ უნდა აღემატებოდეს. ეს ვადა სააგენტოს დასაბუთებული გადაწყვეტილებით შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 1 თვით. |