Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ article 556 კრიზისული სიტუაციებისთვის მომზადება და კრიზისის მართვა. 1. ფინანსური სისტემის სტაბილური ფუნქციონირების ხელშეწყობის მიზნით იქმნება ფინანსური სტაბილურობის უწყებათაშორისი კომიტეტი (შემდგომ − კომიტეტი), რომელიც პასუხისმგებელია კრიზისული სიტუაციებისა და ფინანსური კრიზისის მართვის მექანიზმების შემუშავებისთვის. კომიტეტის შემადგენლობაში შედიან საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსი და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი. კომიტეტის გადაწყვეტილებით, კომიტეტის შემადგენლობაში შეიძლება შევიდნენ აგრეთვე სხვა სახელმწიფო/ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლები. კომიტეტს თავმჯდომარეობს და წარმოადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში − მისი მოვალეობის შემსრულებელი. კომიტეტის წევრი უფლებამოსილია განახორციელოს კომიტეტის სხდომაში მონაწილეობის უფლებამოსილების სხვა პირისთვის დელეგირება. 2. კომიტეტი სხდომას მართავს არანაკლებ წელიწადში ერთხელ ან ეროვნული ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში. 3. კომიტეტის სამდივნოს ფუნქციებს ასრულებს ეროვნული ბანკი. თუ კომიტეტის დებულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, კომიტეტის წევრები გადაწყვეტილებას ერთხმად იღებენ. |
საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ article 556 4. კომიტეტის წევრები ვალდებული არიან ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნის მისაღწევად, საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში მაქსიმალურად ითანამშრომლონ ერთმანეთთან დამოუკიდებლობის პრინციპის დაცვით. 5. ეროვნული ბანკი ვალდებულია: ა) კომიტეტს აცნობოს ფინანსური სტაბილურობის პოტენციური საფრთხეებისა და რისკების შესახებ და მიაწოდოს მის ხელთ არსებული, კომიტეტისთვის საჭირო ინფორმაცია; ბ) კომიტეტს დროულად აცნობოს კომერციული ბანკის რეზოლუციის, დროებითი სახელმწიფო დაფინანსების ან/და ამ კანონის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ეროვნული ბანკის ბოლო ინსტანციის სესხის საჭიროების თაობაზე. 6. კომიტეტის წევრებმა კომიტეტს უნდა მიაწოდონ ყველა საჭირო ინფორმაცია (კონფიდენციალური ინფორმაციის ჩათვლით), მათ შორის, ინფორმაცია იდენტიფიცირებული რისკების შესახებ, რომელიც შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს კომიტეტის ფუნქციონირებისთვის. კომიტეტის წევრებმა უნდა დაიცვან ინფორმაციის კონფიდენციალურობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ article 556 7. კომიტეტის საქმიანობა რეგულირდება დებულებით, რომელსაც იღებს კომიტეტი მისი ყველა წევრის ერთობლივი შეთანხმების საფუძველზე. კომიტეტის დებულება აწესრიგებს კომიტეტის წევრთა მიერ ინფორმაციის გაცვლის პროცედურულ საკითხებს, აგრეთვე სისტემური რისკების ერთობლივი იდენტიფიცირებისა და ანალიზის განხორციელების, სისტემური რისკსცენარების შეფასების წესებს, კრიზისული სიტუაციების წინარე შეფასებისა და მართვის ოპერაციული დაგეგმარების წესებს, შესაბამისი სიმულაციების ჩატარების პროცედურულ წესებს და კომიტეტის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. 8. კომიტეტი/კომიტეტის სამდივნო ეროვნული ბანკის წლიურ ანგარიშთან ერთად ყოველწლიურად აქვეყნებს კომიტეტის საქმიანობის ანგარიშს. |