Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ article 12 აუდიტორების/აუდიტორული ფირმების სახელმწიფო რეესტრის წარმოება და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა. 1. რეესტრის წარმოებას, აგრეთვე მასში ასახული ინფორმაციის საჯაროობასა და ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს სამსახური. 2. რეესტრის წარმოების მიზნით სამსახური იყენებს პროგრამულ უზრუნველყოფას და მართვის ავტომატურ საშუალებებს. რეესტრი საჯაროა. 3. ვებგვერდისა და რეესტრის ელექტრონული ფორმით წარმოების წესს, მის სტრუქტურას, ფორმას, მასში ასახული ინფორმაციის ნუსხას და მომხმარებელთა იდენტიფიცირების წესს განსაზღვრავს სამსახური. 4. სამსახური უფლებამოსილია ელექტრონული ან წერილობითი მიმართვის საფუძველზე ელექტრონული ან/და მატერიალური ფორმით გასცეს სამსახურის მიერ შექმნილი ან/და სამსახურში დაცული ნებისმიერი დოკუმენტი. 5. დაცული ინფორმაციისა და დოკუმენტების გაცნობის, მათი დედნებისა და ასლების გამოთხოვის წესი და პირობები განისაზღვრება სამსახურის მიერ დადგენილი წესით. 6. აუდიტორის/აუდიტორული ფირმის იდენტიფიკაცია უზრუნველყოფილია პირის ინდივიდუალური სარეგისტრაციო ნომრით. 7. რეესტრში აუდიტორის შესახებ უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: ა) სახელი, გვარი, იურიდიული მისამართი, საქმიანობის ადგილი და სარეგისტრაციო ნომერი; |
ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ article 12 ბ) იმ აუდიტორული ფირმის დასახელება, მისამართი, ვებგვერდის მისამართი და სარეგისტრაციო ნომერი, რომელშიც დასაქმებულია აუდიტორი ან რომელშიც ის არის პარტნიორი/აქციონერი ან რომელთანაც სხვაგვარად არის დაკავშირებული; გ) ინფორმაცია მისი სხვა ქვეყანაში აუდიტორად რეგისტრაციის შესახებ, მარეგისტრირებელი ორგანოს დასახელებისა და სარეგისტრაციო ნომრის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მითითებით; დ) ის პროფესიული ორგანიზაცია, რომლის წევრიც არის აუდიტორი; ე) ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის შედეგები; ვ) ბოლო 3 წლის განმავლობაში აუდიტორული (არადაქირავებული) საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები; ზ) პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა, თანხისა და სადაზღვევო კომპანიის მითითებით. 8. რეესტრში აუდიტორული ფირმის შესახებ უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: ა) სამართლებრივი ფორმა, დასახელება, მისამართი, ვებგვერდის მისამართი, საკონტაქტო ინფორმაცია და სარეგისტრაციო ნომერი; ბ) იმ აუდიტორის/სერტიფიცირებული ბუღალტრის სახელი, გვარი და სარეგისტრაციო ნომერი, რომელიც აუდიტორულ ფირმაშია დასაქმებული ან მასში არის პარტნიორი/აქციონერი ან მმართველობითი ორგანოს წევრი ან სხვაგვარად არის მასთან დაკავშირებული, აგრეთვე აუდიტორულ ფირმაში დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობა; გ) ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის შედეგები; |
ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ article 12 დ) არსებობის შემთხვევაში, იმ სდპ-ის დასახელება და საანგარიშგებო პერიოდი, რომელსაც ის უწევდა ან/და უწევს აუდიტორულ მომსახურებას; ე) პარტნიორთა/აქციონერთა წილობრივი მონაწილეობა; ვ) პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა, თანხისა და სადაზღვევო კომპანიის მითითებით; ზ) ბოლო 3 წლის განმავლობაში აუდიტორული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები. 9. ამ მუხლის მე-8 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას სამსახური იღებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირისგან – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსგან. 10. სამსახური ადმინისტრაციულ აქტს, რომელიც აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას სანქციას აკისრებს, ძალაში შესვლისა და იმ სუბიექტის ინფორმირების შემდეგ, რომელსაც სანქცია დაეკისრა, დაუყოვნებლივ, არანაკლებ 5 წლის ვადით აქვეყნებს ვებგვერდზე, მხარეების მიერ ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების შესახებ ინფორმაციის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მითითებით. 11. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახური უფლებამოსილია საჯარო არ გახადოს ინფორმაცია, თუ ამით საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის ან/და მესამე პირის ინტერესებს. სამსახური უზრუნველყოფს ინფორმაციის შეფასებასა და ანალიზს და იღებს გადაწყვეტილებას მისი გამოქვეყნების მიზანშეწონილობის შესახებ. |