FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 7

გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი

article  47

1. „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ეკოლოგიური ექსპერტიზისადმი დაქვემდებარებული საქმიანობები (გარდა ნარჩენების მართვის კოდექსით განსაზღვრული არსებული ნაგავსაყრელების ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საქმიანობებისა, ამ კოდექსის ამოქმედებამდე აშენებული ელექტროგადამცემი ხაზებისა და ქვესადგურებისა, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებისა, რკინიგზისა და მათზე განთავსებული ხიდებისა, გზაგამტარი გვირაბებისა და მათი საინჟინრო დაცვის ნაგებობებისა, მეტროპოლიტენისა, მაგისტრალური გაზსადენებისა, აგრეთვე  სარეკრეაციო დანიშნულებით ან/და სამელიორაციო დანიშნულებით ან/და თევზსაშენი მეურნეობისთვის გამოყენებული წყალსატევებისა, რომელთა განხორციელებაც 2022 წლის 1 ივნისამდე დაიწყო და რომლებსაც არა აქვს გზშ-ის სფეროში შესაბამისი აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი), რომელთა განხორციელებაც 2018 წლის 1 იანვრამდე დაიწყო და რომლებსაც არა აქვს გარემოზე ზემოქმედების ნებართვა ან მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება, თუ აღნიშნული საქმიანობების განმახორციელებლებს გზშ-ის სფეროში შესაბამისი აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მისაღებად არ მიუმართავთ, საჭიროებს სააგენტოს მიერ მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების ამ მუხლით გათვალისწინებული პროცედურების შესაბამისად მიღებას.
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი

article  47

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების უფლების მისაღებად სააგენტოს 2024 წლის 1 იანვრამდე მიმართოს.
3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების უფლების მისაღებად სააგენტოს განცხადებით მიმართოს და წარუდგინოს ეკოლოგიური აუდიტის ანგარიში და მიმდინარე საქმიანობით გამოწვეული გარემოზე ზემოქმედების შერბილების ღონისძიებათა გეგმა-გრაფიკი. აღნიშნული განცხადება უნდა შეიცავდეს ინფორმაციას წარდგენილი დოკუმენტაციის კონფიდენციალური ნაწილის შესახებ. საქმიანობის განმახორციელებელი ასევე ვალდებულია სააგენტოს წარუდგინოს ტექნოლოგიური ციკლის სრული სქემა, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც საქმიანობა კომერციულ საიდუმლოებას ან/და სახელმწიფო საიდუმლოებას შეიცავს.
4. ეკოლოგიური აუდიტის ანგარიშის შედგენისა და მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
5. ეკოლოგიური აუდიტის ჩატარებისთვის საჭირო ხარჯებს საქმიანობის განმახორციელებელი ანაზღაურებს.
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი

article  47

6. სააგენტო ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დოკუმენტაციის რეგისტრაციისთანავე უზრუნველყოფს აღნიშნული დოკუმენტაციის ცენტრისთვის გაგზავნას. ცენტრი დაუყოვნებლივ უზრუნველყოფს ამ დოკუმენტაციის გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე განთავსებას საზოგადოების ჩართულობისა და შესაბამისი წინადადებების მიღების მიზნით.
7. სააგენტო ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დოკუმენტაციის გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე განთავსებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში იხილავს საზოგადოების მიერ წარმოდგენილ წერილობით მოსაზრებებსა და შენიშვნებს, ხოლო აღნიშნული დოკუმენტაციის მითითებულ ვებგვერდზე განთავსებიდან მე-40 კალენდარულ დღეს ცენტრი ატარებს საჯარო განხილვას.
8. სააგენტო მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ატარებს ექსპერტიზას.
9. ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული პროცედურის განხორციელების უზრუნველსაყოფად სააგენტოს უფროსის ბრძანებით იქმნება საექსპერტო კომისია. საექსპერტო კომისიის წევრები უფლებამოსილი არიან ადგილზე დაათვალიერონ და შეისწავლონ მიმდინარე საქმიანობის განხორციელების ტერიტორია. საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია უზრუნველყოს ამ ტერიტორიაზე საექსპერტო კომისიის წევრების შეუფერხებელი გადაადგილება.
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი

article  47

10. სააგენტო უზრუნველყოფს დაინტერესებული საზოგადოების მიერ წარმოდგენილი არგუმენტირებული წერილობითი მოსაზრებებისა და შენიშვნების მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში გათვალისწინებას.
11. ამ მუხლის მე-10 ნაწილით განსაზღვრული მოსაზრებებისა და შენიშვნების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში სააგენტო ვალდებულია სათანადო გადაწყვეტილება აცნობოს შესაბამის დაინტერესებულ პირს.
12. მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად მიმდინარე საქმიანობით გამოწვეული გარემოზე ზემოქმედების შემცირების ღონისძიებათა გეგმა-გრაფიკის ვადებს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე ადგენს სააგენტო.
13. შესაბამისი განცხადების რეგისტრაციიდან არაუადრეს 50-ე კალენდარული დღისა და არაუგვიანეს მე-60 კალენდარული დღისა სააგენტო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე იღებს მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებას, რომელიც მტკიცდება სააგენტოს უფროსის ბრძანებით.
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი

article  47

14. საქმიანობის განმახორციელებელი, რომელიც მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების უფლების მისაღებად სააგენტოს განცხადებით მიმართავს და ვერ აკმაყოფილებს მოქმედ გარემოსდაცვით ნორმებს, ვალდებულია უზრუნველყოს მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების შესაბამისი გეგმა-გრაფიკით დადგენილ ვადებში შესრულება.
15. საქმიანობის განმახორციელებლის მიერ მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების შესაბამისი გეგმა-გრაფიკით დადგენილ ვადებში სრულად შესრულების შემთხვევაში იგი ვალდებულია მიმართოს სააგენტოს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მისაღებად. სააგენტო გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს გამოსცემს „ეკოლოგიური აუდიტის ანგარიშის შედგენისა და მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესების დამტკიცების თაობაზე“ მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით.
16. მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღება საქმიანობის განმახორციელებელს არ ათავისუფლებს ამ გადაწყვეტილების მიღებამდე და მისი მიღების შემდეგ საქმიანობის განხორციელების შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისგან.
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი

article  47

17. მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს საქმიანობის განმახორციელებლის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაჯარიმებას. საქმიანობის განმახორციელებლისთვის ჯარიმის დაკისრების შემდეგ სამინისტროს სისტემაში შემავალი, სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება ადგენს გონივრულ ვადას მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების შესრულებისთვის, აგრეთვე იმ პირობებს, რომელთა დაცვაც აუცილებელია კონკრეტული ქმედების განხორციელებისთვის.
18. საქმიანობის განმახორციელებლისთვის ამ მუხლის მე-17 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრების მიუხედავად, მის მიერ მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების ამ მუხლის მე-17 ნაწილით გათვალისწინებულ გონივრულ ვადაში შეუსრულებლობა გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გასამმაგებას. საქმიანობის განმახორციელებელს ჯარიმის დაკისრებისას განესაზღვრება გონივრული ვადა და შესაბამისი პირობები მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების შესრულებისთვის.­
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი

article  47

19. საქმიანობის განმახორციელებლისთვის გასამმაგებული ჯარიმის დაკისრებიდან ამ მუხლის მე-18 ნაწილით გათვალისწინებული გონივრული ვადის გასვლის შემდეგ მის მიერ მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გასამმაგებას.
20. თუ, საქმიანობის განმახორციელებლისთვის ამ მუხლის მე-17–მე-19 ნაწილებით გათვალისწინებული ჯარიმების დაკისრების მიუხედავად, იგი არ უზრუნველყოფს მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების შესრულებას, სააგენტო მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებას ძალადაკარგულად აცხადებს.