FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 5

ენერგოეტიკეტირების შესახებ

article  9

ბაზარზე ზედამხედველობა.
1. პროდუქტის ამ კანონისა და სათანადო ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობის ზედამხედველობას ახორციელებს უფლებამოსილი პირი.
2. უფლებამოსილი პირი ამ კანონით გათვალისწინებულ ბაზარზე ზედამხედველობას ახორციელებს:
    ა) რისკის ანალიზის საფუძველზე შემუშავებული გეგმის მიხედვით;
    ბ) საფუძვლიანი ეჭვის ან ინფორმაციის საფუძველზე, რომ ბაზარზე განთავსებული პროდუქტი არ შეესაბამება ამ კანონისა და სათანადო ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს.
3. უფლებამოსილი პირი პროდუქტზე ზედამხედველობას ახორციელებს დოკუმენტური შემოწმებითა და პროდუქტის ტექნიკური შემოწმებით, ამ კანონისა და სათანადო ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად. უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, მოითხოვოს პროდუქტის ამ კანონისა და სათანადო ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად აუცილებელი ყველა დოკუმენტი.
ენერგოეტიკეტირების შესახებ

article  9

8. ბაზარზე ამ კანონითა და შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული პროდუქტის ზედამხედველობისას უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია შეამოწმოს როგორც მთლიანად პროდუქტის ყველა მახასიათებელი, ისე მისი ცალკეული კომპონენტები ან მახასიათებლები, რომელთა თაობაზედაც მას აქვს დასაბუთებული ეჭვი ან ინფორმაცია შესაძლო შეუსაბამობის შესახებ.
9. მიმწოდებელი/დილერი ვალდებულია უფლებამოსილი პირის მოთხოვნის საფუძველზე მიაწოდოს მას ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ნიმუში/ნიმუშები, რომლის/რომელთა შესყიდვის ხარჯს უფლებამოსილი პირი აანაზღაურებს, აგრეთვე მიაწოდოს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი.
10. უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია ფარულად შეისყიდოს ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული პროდუქტი, თუ ეს ხელს შეუწყობს პროდუქტის ამ კანონითა და სათანადო ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შეუსაბამობის დროულად აღმოჩენას/ გამოვლენას. ამ პუნქტითა და ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შესყიდვებზე არ ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნები.
ენერგოეტიკეტირების შესახებ

article  9

11. თუ პროდუქტის ნიმუშის ტექნიკური შემოწმებისას დადგინდა, რომ ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული პროდუქტი არ შეესაბამება ამ კანონითა და სათანადო ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს, მიმწოდებელი/დილერი ვალდებულია სრულად აანაზღაუროს უფლებამოსილი პირის მიერ გაწეული ხარჯი.
12. თუ პროდუქტის ტექნიკური შემოწმებისას შეუსაბამობა გამოვლინდა, უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, მიმწოდებელს/დილერს შეუსაბამობის აღმოფხვრისთვის გონივრული ვადა განუსაზღვროს. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, განმეორებით შეამოწმოს პროდუქტის ტექნიკური შემოწმებით დადგენილი მახასიათებლების ეტიკეტსა და პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილთან/ფირფიტასთან შესაბამისობა.
15. როდესაც უფლებამოსილ პირს აქვს საკმარისი საფუძველი, მიიჩნიოს,  რომ პროდუქტი ქმნის რისკს ამ კანონით გათვალისწინებული საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ასპექტებისთვის, კერძოდ, გარემოსდაცვითი და მომხმარებელთა დაცვის ასპექტებისთვის, ის ვალდებულია განახორციელოს პროდუქტის შეფასება ენერგოეტიკეტირების შესახებ იმ მოთხოვნებთან მიმართებით, რომლებიც აღნიშნულ რისკთან არის დაკავშირებული. მიმწოდებელი და დილერი ვალდებული არიან ამ შეფასების მიზნებისთვის უფლებამოსილ პირთან ითანამშრომლონ.
ენერგოეტიკეტირების შესახებ

article  9

4. თუ დოკუმენტური შემოწმებით დადგინდა, რომ ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული პროდუქტი არ შეესაბამება ამ კანონისა და სათანადო ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს, უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, მიმწოდებელს/დილერს შეუსაბამობის აღმოფხვრისთვის გონივრული ვადა განუსაზღვროს. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ უფლებამოსილი პირი ვალდებულია განმეორებით ჩაატაროს დოკუმენტური შემოწმება. დოკუმენტური შემოწმების შედეგები ან/და გამოვლენილი შეუსაბამობები ფორმდება შემოწმების ოქმით.
5. თუ განმეორებითი შემოწმების დროს აღმოჩნდა, რომ მიმწოდებელს/დილერს არ აღმოუფხვრია შეუსაბამობა, უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია მიმწოდებელს/დილერს შეუსაბამობის აღმოფხვრამდე შეუჩეროს პროდუქტის რეალიზაცია.
6. თუ მიმწოდებელი/დილერი, პროდუქტის რეალიზაციის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიუხედავად, აგრძელებს პროდუქტის რეალიზაციას, მას დაეკისრება პასუხისმგებლობა ამ კანონის შესაბამისად.
7. პროდუქტის ტექნიკური შემოწმება ტარდება საქართველოს ტერიტორიაზე, ამ პროდუქტის რეალიზაციის ადგილებში მისი ნიმუშების ტექნიკური შემოწმებით ან/და აღნიშნული ადგილებიდან აღებული პროდუქტის ნიმუშების შემოწმებით/გამოცდით და ფორმდება შემოწმების ოქმით.
ენერგოეტიკეტირების შესახებ

article  9

16. თუ ამ მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებული შეფასებისას გამოვლინდა ენერგოეტიკეტირებასთან დაკავშირებული მახასიათებლების სათანადო ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შეუსაბამობა, უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, მიმწოდებელს/დილერს შეუსაბამობის აღმოფხვრამდე შეუჩეროს პროდუქტის რეალიზაციის უფლება.
17. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დადგენილების სახით მიღებული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა. დადგენილების გასაჩივრება არ აჩერებს მის აღსრულებას. დადგენილების შესრულების კონტროლს ახორციელებს უფლებამოსილი პირი.
18. უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში მიმართოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – შემოსავლების სამსახურს და მოსთხოვოს მას პროდუქტის საბაჟო კონტროლის ზონაში შეჩერება ამ კანონით ან/და სათანადო ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული ბაზარზე ზედამხედველობის ღონისძიებების განსახორციელებლად. ამ შემთხვევაში შეჩერებული პროდუქტის იმპორტში გაშვებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღება უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელებული შემოწმების შედეგების მიხედვით. საქართველოს 2024 წლის 5 სექტემბრის კანონი №4403 – ვებგვერდი, 23.09.2024წ.