Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 6
უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ article 21 საქართველოში ყოფნის ვადის შეწყვეტა. 1. უცხოელს საქართველოში ყოფნის ვადა შეიძლება შეუწყდეს: ა) თუ მან საქართველოში ბინადრობის ნებართვის ან საქართველოს ვიზის მისაღებად ყალბი ან იურიდიული ძალის არმქონე დოკუმენტები წარადგინა; ბ) თუ იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას; გ) თუ მან საქართველოში ყოფნის ვადის გასვლამდე შეწყვიტა ან დაასრულა სწავლა საქართველოში ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, თუკი საქართველოში ბინადრობის ნებართვა ამ საფუძველზე ჰქონდა მიღებული; დ) თუ მან შეწყვიტა ის საქმიანობა ან ურთიერთობა, რომლის საფუძველზედაც მიღებული ჰქონდა საქართველოში ბინადრობის ნებართვა; ე) თუ აღარ არსებობს ან არ შესრულდა ის მიზანი, რომლის უზრუნველსაყოფადაც გაიცა საქართველოს ვიზა; ვ) თუ იგი აღარ არის საქართველოს მოქალაქის მეურვე ან მზრუნველი ან აღარ იმყოფება საქართველოს მოქალაქის მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ, თუკი საქართველოში ბინადრობის ნებართვა ამ საფუძველზე ჰქონდა მიღებული; ზ) თუ საქართველოში ბინადრობის ნებართვის მისაღებად იგი ფიქციურად დაქორწინდა; თ) თუ იგი გააძევეს საქართველოდან; |
უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ article 21 საქართველოში ყოფნის ვადის შეწყვეტა. . ი) თუ მან შესაბამის განცხადებაში არასწორი მონაცემი მიუთითა ან დამალა მნიშვნელოვანი ინფორმაცია იმ გარემოებების შესახებ, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად; კ) მოქალაქეობრივი კუთვნილების ცვლილების შემთხვევაში, თუ მას საქართველოში მუდმივი ბინადრობის მოწმობა ბინადრობის ნებართვის მიღების გარეშე ჰქონდა აღებული; ლ) თუ მან საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღებიდან 6 თვის ვადაში არ მიმართა სააგენტოს ბინადრობის მოწმობის ასაღებად; მ) თუ მან სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა. 11. D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის, აგრეთვე მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა წყდება შესაბამის უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების შეწყვეტის შემთხვევაში. |
უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ article 21 12. საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა წყდება, თუ ამ ნებართვის მქონე უცხოელი სააგენტოს არ წარუდგენს ამ კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას ან აღნიშნულ უცხოელს მის მიერ წარდგენილი, ამ კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციით არ უდასტურდება მის მიერ საქართველოში განხორციელებული სამეწარმეო საქმიანობიდან პირველი წლის განმავლობაში არანაკლებ 50 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის წლიური ბრუნვა, მეორე წლის განმავლობაში − არანაკლებ 100 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის წლიური ბრუნვა, ხოლო მესამე, მეოთხე და მეხუთე წლების განმავლობაში − არანაკლებ 120 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის წლიური ბრუნვა. |
უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ article 21 13. საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა წყდება აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონის მე-15 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელს, რომელმაც საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა 300 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის ღირებულების უძრავი ნივთის საკუთრებაში ქონის საფუძველზე მიიღო, შეუწყდება იმ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება, რომლის საკუთრებაში ქონის საფუძველზედაც აქვს მიღებული საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა. აღნიშნულ უცხოელს საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა არ შეუწყდება იმ შემთხვევაში, თუ იგი უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების შეწყვეტამდე სააგენტოს საჯარო რეესტრიდან წარუდგენს ამონაწერს იმავე ან უფრო მეტი ღირებულების უძრავი ნივთის საკუთრებაში ქონის შესახებ. აღნიშნული უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულება დადგენილი უნდა ჰქონდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს − აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული ორგანოს სერტიფიცირებულ შემფასებელს. |
უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ article 21 2. პირს საქართველოში ყოფნის ვადა შეუწყდება, თუ მიღებული იქნება გადაწყვეტილება მისთვის მოქალაქეობის არმქონე პირის ან უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის შეწყვეტის შესახებ. 3. საქართველოს მთავრობის წევრის წერილობითი ინიციატივის საფუძველზე გაცემული სპეციალური ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა აგრეთვე შეწყდება საქართველოს მთავრობის შესაბამისი წევრის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. 4. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გაცემული საქართველოს ვიზის მოქმედების ვადის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. სხვა შემთხვევებში გაცემული საქართველოს ვიზების მოქმედების ვადის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა, საკონსულო დაწესებულება ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, იმის გათვალისწინებით, თუ რომელი ორგანოსთვის გახდა ცნობილი საქართველოს ვიზის მოქმედების ვადის შეწყვეტის საფუძველი. 5. უცხოელის საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 6. საქართველოს ვიზა და საქართველოში ბინადრობის ნებართვა ძალას კარგავს, თუ: |
უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ article 21 ა) უცხოელზე გაიცემა ახალი საქართველოს ვიზა ან საქართველოში ბინადრობის ნებართვა, რომლის მოქმედების ვადა მოიცავს ადრე გაცემული საქართველოს ვიზის ან საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადას; ბ) უცხოელმა, რომელზედაც გაიცა საქართველოს ვიზა ან საქართველოში ბინადრობის ნებართვა, მიიღო საქართველოს მოქალაქეობა. საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2788 - ვებგვერდი, 26.11.2014წ. საქართველოს 2019 წლის 30 მაისის კანონი №4741 – ვებგვერდი, 05.06.2019წ. |