Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 70 ბუნებრივი გაზის გადამცემ სისტემაში სიმძლავრის განაწილება და გადატვირთვის მართვის პროცედურა. 1. ბუნებრივი გაზის ბაზრის მონაწილეებისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ყველა შესაბამისი პუნქტის, მათ შორის, ბუნებრივი გაზის მიღებისა და გაცემის პუნქტების, მაქსიმალური სიმძლავრე ბუნებრივი გაზის სისტემის ერთიანობისა და ქსელის ეფექტიანი ოპერირების გათვალისწინებით. 2. გადამცემი სისტემის ოპერატორი შეიმუშავებს და აქვეყნებს ბუნებრივი გაზის გადამცემ სისტემაში სიმძლავრის განაწილების არადისკრიმინაციულ და გამჭვირვალე მექანიზმებს, რომლებიც: ა) უზრუნველყოფს სათანადო ეკონომიკურ სიგნალებს ტექნიკური სიმძლავრეების ეფექტიანი და მაქსიმალური გამოყენებისთვის, ხელს უწყობს ბუნებრივი გაზის ახალ ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების განხორციელებას და ბუნებრივი გაზის ტრანსსასაზღვრო გადადინებას; ბ) თავსებადია ბაზრის მექანიზმებთან, მათ შორის, სპოტბაზრებსა და სავაჭრო „ჰაბებთან“, ამავდროულად, არის მოქნილი და ბუნებრივი გაზის განვითარებადი ბაზრის გარემო პირობებთან ადაპტირებადი; გ) თავსებადია ენერგეტიკული გაერთიანების მხარეების სისტემებთან დაშვების წესებთან (გადამცემი ქსელის ენერგეტიკული გაერთიანების წევრ ქვეყანასთან ფიზიკური დაკავშირების შემთხვევაში). |
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 70 3. გადამცემი სისტემის ოპერატორი შეიმუშავებს და აქვეყნებს გადატვირთვის მართვის არადისკრიმინაციულ და გამჭვირვალე პროცედურებს, რომლებიც ხელს უწყობს ბუნებრივი გაზის არადისკრიმინაციულ ტრანსსასაზღვრო გადადინებას და ეფუძნება შემდეგ პრინციპებს: ა) სახელშეკრულებო გადატვირთვის შემთხვევაში გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ გამოუყენებელი სიმძლავრის პირველად ბაზარზე შეთავაზება სულ მცირე 1 დღით ადრე და წყვეტადი მომსახურების სახით; ბ) ბუნებრივი გაზის სისტემით მოსარგებლის სურვილის შემთხვევაში ან გადამცემი სისტემის ოპერატორის გადაწყვეტილებით გადამცემი სისტემის ოპერატორის წინასწარი შეტყობინების შემდეგ და ბუნებრივი გაზის ქსელის წესების შესაბამისად, გამოუყენებელი სახელშეკრულებო სიმძლავრის მეორეულ ბაზარზე გადაყიდვა ან დროებით სარგებლობაში გადაცემა. 4. ფიზიკური გადატვირთვის არსებობისას გადამცემი სისტემის ოპერატორი ან შესაბამის შემთხვევაში − კომისია იყენებს სიმძლავრის განაწილების არადისკრიმინაციულ და გამჭვირვალე მექანიზმებს. 5. გადამცემი სისტემის ოპერატორი რეგულარულად აფასებს ბუნებრივი გაზის ბაზარზე არსებულ ინვესტიციების განხორციელების საჭიროებას. ინვესტიციების დაგეგმვისას გადამცემი სისტემის ოპერატორი ითვალისწინებს მიწოდების უსაფრთხოებას და ბუნებრივი გაზის ბაზარზე არსებულ მოთხოვნას. |