Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
პროკურატურის შესახებ article 6 პროკურატურის სტატუსი და დამოუკიდებლობა. 1. საქართველოს პროკურატურა არის ერთიანი, ცენტრალიზებული სისტემა, რომელიც თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კანონს. დაუშვებელია პროკურატურის საქმიანობაში ჩარევა, აგრეთვე ნებისმიერი სხვა ქმედება, რომელმაც შეიძლება ხელყოს მისი დამოუკიდებლობა. 2. დაუშვებელია პროკურატურის საქმიანობასთან დაკავშირებით ანგარიშის მოთხოვნა, თუ ეს პირდაპირ არ არის გათვალისწინებული საქართველოს კონსტიტუციითა და ამ კანონით. 3. პროკურატურას უფლება აქვს, კანონმდებლობით დადგენილი წესით დადოს ხელშეკრულება, შეიძინოს ქონება, ფლობდეს და განკარგავდეს მას, გამოვიდეს სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ, შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული სხვა უფლება-მოვალეობები. |