Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ article 1 კანონის მოქმედების სფერო. 1. ეს კანონი აწესრიგებს დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობასა და მიმოქცევასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. საკითხები, რომლებიც ამ კანონით არ წესრიგდება, რეგულირდება „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. 2. ეს კანონი ვრცელდება იმ დემატერიალიზებულ ფასიან ქაღალდებზე, რომელთა ფლობა ხორციელდება საქართველოში, კერძოდ: ა) „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სახელმწიფო ფასიან ქაღალდებზე; ბ) სააქციო საზოგადოებების მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გამოშვებულ აქციებზე; გ) სააქციო საზოგადოებების ან სხვა ემიტენტების მიერ საჯარო ან კერძო სამართლის საფუძველზე გამოშვებულ სასესხო ფასიან ქაღალდებზე, მათ შორის, უცხო ქვეყნის ემიტენტების მიერ საჯარო ან კერძო სამართლის საფუძველზე საქართველოში გამოშვებულ სასესხო ფასიან ქაღალდებზე; დ) „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გამოშვებულ საინვესტიციო ფონდის ერთეულებზე; ე) საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ საქართველოში გამოშვებულ სასესხო ფასიან ქაღალდებზე; |
დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ article 1 ვ) საქართველოს ან უცხო ქვეყნის ემიტენტების მიერ საჯარო ან კერძო სამართლის საფუძველზე უცხო ქვეყანაში გამოშვებულ აქციებზე, სასესხო ფასიან ქაღალდებსა და საინვესტიციო ფონდის ერთეულებზე; ზ) ამ პუნქტით განსაზღვრულ ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ დეპოზიტარულ ხელწერილებზე; თ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ნებისმიერ სხვა ფასიან ქაღალდზე. |