Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 7
რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ article 102 აუქციონის ჩატარების წესი და პირობები. 1. თუ გადახდისუუნარობის მასაში შემავალი ქონების სხვა გზით რეალიზაციის შემთხვევაში უფრო მეტი თანხის ამოღება მოსალოდნელი არ არის, გაკოტრების მმართველი აღნიშნული ქონების რეალიზაციას ახორციელებს აუქციონის გზით, ამ მუხლით დადგენილი წესით. 2. აუქციონზე შეიძლება გაიყიდოს გადახდისუუნარობის მასაში შემავალი ქონება, გარდა ფინანსური გირავნობის საგნისა, რომლის რეალიზაცია „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ხორციელდება. 3. გადახდისუუნარობის მასაში შემავალი ქონების აუქციონზე გაყიდვას ახორციელებს აღსრულების ეროვნული ბიურო. 4. აუქციონი ტარდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის შესაბამისი ბრძანებით დადგენილი წესითა და პირობებით, გარდა ამ კანონით დადგენილი სპეციალური წესებისა. 5. აუქციონის ხანგრძლივობა (დრო აუქციონის დაწყებიდან დასრულებამდე) არ უნდა იყოს 7 დღეზე ნაკლები და 10 დღეზე მეტი, თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ბრძანებით უფრო მცირე დრო არ არის დადგენილი. 6. აღსრულების ეროვნული ბიუროს სააუქციონო მომსახურების საფასურის ოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. აღნიშნული მომსახურების საფასური გადახდისუუნარობის მასიდან ანაზღაურდება. |
რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ article 102 7. დაუშვებელია აუქციონში მონაწილე პირთა წრის შეზღუდვა ან სხვა შეზღუდვების დაწესება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა. 8. აუქციონის გამოცხადების შემდეგ ნებისმიერი პირი უფლებამოსილია აუქციონის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიმართოს. |
რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ article 102 9. პირველ აუქციონზე გადახდისუუნარობის მასაში შემავალი ქონების საწყისი ფასი ექსპერტის დასკვნის საფუძველზე განისაზღვრება და მისი საბაზრო ღირებულების 75 პროცენტია. თუ ქონების რეალიზაცია პირველ აუქციონზე არ განხორციელდა და მისი საწყისი ფასი კრედიტორთა მოთხოვნებზე ნაკლებია, კრედიტორს, რომლის მოთხოვნასაც ფარავს, მაგრამ არ აღემატება პირველ აუქციონზე სარეალიზაციოდ გატანილი ქონების საწყისი ფასი, უფლება აქვს, პირველი აუქციონის ჩატარებიდან 10 დღის ვადაში გაკოტრების მმართველს მიმართოს ქონების საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნით. ამ შემთხვევაში კრედიტორი ვალდებულია დაფაროს წინა და იმავე რიგების კრედიტორთა მოთხოვნები და აღნიშნულ მიმართვას დაურთოს აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაბამის საბანკო ანგარიშზე წინა და იმავე რიგების კრედიტორთა მოთხოვნების დაფარვის მიზნით თანხის შეტანის დამადასტურებელი დოკუმენტი. ერთზე მეტი კრედიტორის მიმართვის არსებობისას ქონების საკუთრებაში მიღების უფლება იმ კრედიტორს წარმოეშობა, რომლის მიმართვასაც ერთვის ამ პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია და რომლის მიმართვაც სხვა კრედიტორთა მიმართვებზე უფრო ადრეა რეგისტრირებული. |
რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ article 102 10. თუ პირველ აუქციონზე გადახდისუუნარობის მასაში შემავალი ქონება ვერ გაიყიდა ან ამ მუხლის მე-9 პუნქტით დადგენილი წესით არ მოხდა მისი საკუთრებაში გადაცემა, პირველი აუქციონის ჩატარებიდან არანაკლებ 10 დღისა და არაუმეტეს 40 დღის ვადაში ტარდება მეორე აუქციონი. მეორე აუქციონის ჩატარებისას მიეთითება, რომ იგი მეორედ ტარდება. მეორე აუქციონზე გადახდისუუნარობის მასაში შემავალი ქონების საწყისი ფასი მისი საბაზრო ღირებულების 50 პროცენტია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირველი აუქციონის ჩატარებიდან არაუგვიანეს მე-10 დღისა გაკოტრების მმართველი აღსრულების ეროვნული ბიუროსგან ამ ქონების საწყისი ფასის მისი საბაზრო ღირებულების არაუმეტეს 65 პროცენტამდე გაზრდას მოითხოვს. 11. თუ მეორე აუქციონზე გადახდისუუნარობის მასაში შემავალი ქონება ვერ გაიყიდა, მეორე აუქციონის ჩატარებიდან არანაკლებ 10 დღისა და არაუმეტეს 40 დღის ვადაში ტარდება მესამე აუქციონი. მესამე აუქციონზე გადახდისუუნარობის მასაში შემავალი ქონების საწყისი ფასი მეორე აუქციონზე მისი საწყისი ფასის ნახევარია. |
რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ article 102 12. თუ მესამე აუქციონზე გადახდისუუნარობის მასაში შემავალი ქონება ვერ გაიყიდა, სასამართლო აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ელექტრონულ სისტემაში გამოაქვეყნებს შეთავაზებას ქონების კრედიტორებისთვის საერთო საკუთრებაში გადაცემის შესახებ. აღნიშნული ქონება საკუთრებაში გადაეცემა იმ კრედიტორებს, რომლებიც ამ შეთავაზების გამოქვეყნებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში წარადგენენ განცხადებას ქონების საკუთრებაში მიღების შესახებ. კრედიტორებს ეს ქონება გადაეცემათ ნატურით, საბაზრო ღირებულებით, ამ კანონის 104-ე მუხლის შესაბამისად. საერთო საკუთრებაში კრედიტორების წილი მათი მოთხოვნების პროპორციულად განისაზღვრება. იმ კრედიტორების წილი, რომლებიც არ გამოთქვამენ აღნიშნული ქონების საკუთრებაში მიღების სურვილს, სხვა კრედიტორებზე თანაბრად გადანაწილდება. თუ ქონების საკუთრებაში მიღების შესახებ განცხადებას დადგენილ ვადაში არცერთი კრედიტორი არ წარადგენს, ეს ქონება გადაეცემა პარტნიორებს მათი წილის პროპორციულად, ხოლო კომანდიტური საზოგადოების შემთხვევაში − კომანდიტური საზოგადოების კომპლემენტარებს მათი წილის პროპორციულად. |
რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ article 102 13. თუ საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრაციისადმი დაქვემდებარებული ქონება მოვალის საკუთრებად რეგისტრირებული არ არის, გაკოტრების მმართველი აუქციონის გამოცხადებამდე ამ ქონების რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოს მიმართავს. რეგისტრაციისადმი დაქვემდებარებულ ქონებაზე მოვალის საკუთრების უფლების დაუდგენლობის შემთხვევაში გაკოტრების მმართველი მიმართავს შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოს, ხოლო ასეთი ორგანოს არარსებობისას − სასამართლოს ამ ქონებაზე მოვალის საკუთრების უფლების აღიარების მიზნით. აღნიშნული მიმართვის საფუძველზე სასამართლოს გამოაქვს განჩინება, რომელიც მოვალის მფლობელობაში არსებული ქონების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაციის საფუძველია. 14. აუქციონში გამარჯვებულმა პირმა ქონების ფასი სრულად უნდა გადაიხადოს აუქციონის დასრულებიდან 10 დღის ვადაში, ხოლო თუ ქონების ფასი 1 000 000 ლარზე მეტია − აუქციონის დასრულებიდან 20 დღის ვადაში. ამის შემდეგ აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემს განკარგულებას აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების შესახებ. |
რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ article 102 15. თუ აუქციონში გამარჯვებულმა პირმა ქონების ფასი ამ მუხლის მე-14 პუნქტით დადგენილ ვადაში არ გადაიხადა, იგი კარგავს აუქციონის ჩატარების დღეს გარანტიის სახით წარდგენილ თანხას. ეს თანხა აღსრულების ეროვნული ბიუროს საკუთრებაში მიექცევა. აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემს განკარგულებას ჩატარებული აუქციონის შედეგის გაუქმების შესახებ და ამ განკარგულების გამოცემიდან 10 დღის ვადაში ატარებს ხელახალ აუქციონს, რომელიც განმეორებით აუქციონად არ მიიჩნევა. 16. ქონების შემძენის, მათ შორის, ამ მუხლით დადგენილი წესით ნატურით მიმღების, საკუთრებაში გადასვლის შედეგად აღნიშნულ ქონებაზე არსებული ყველა ყადაღა, აგრეთვე სანივთო და ვალდებულებითი უფლება უქმდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სანივთო და ვალდებულებითი უფლებების შენარჩუნება პირდაპირ გათვალისწინებულია კანონით, რის შესახებაც უნდა მიეთითოს აუქციონის ჩატარების შესახებ ინფორმაციაში. |