Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ article 23 . შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარე. 1. შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარე არის ხელმძღვანელი პირი , რომელიც წარმართავს კავშირისა და მისი გამგეობის საქმიანობას, უზრუნველყოფს აზრის თავისუფალ გამოხატვას, ხელს აწერს და პასუხისმგებელია გამგეობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა კანონიერებაზე . 2. შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარეს კავშირის წევრთა რიგებიდან 5 წლის ვადით (თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული) ირჩევს ყრილობა (საერთო კრება) პირდაპირი ფარული კენჭისყრით ალტერნატიულ საფუძველზე, მისი ხელახალი არჩევის უფლებით . თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენა შეუძლიათ შემოქმედებით კავშირში გაერთიანებულ შემოქმედებით ჯგუფებს, აგრეთვე კავშირის ცალკეულ წევრებს. აკრძალულია წარმოდგენილი კანდიდატურის შეზღუდვა ასაკობრივი ან სხვა მოტივით . 3. შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარის უფლებამოსილებას, მისი ხელმძღვანელობის ფარგლებსა და მოვალეობებს განსაზღვრავს კავშირის წესდება კავშირის მიზნების შესაბამისად . |
შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ article 23 4. წესდებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარის ცალკეული ქმედება , რომელიც საჭიროებს კავშირის მართვის ან მაკონტროლებელი ორგანოს თანხმობას. 5. შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარეს უფლება აქვს წესდებით გათვალისწინებულ მართვის ორგანოსთან შეთანხმებით, საკუთარ უფლებამოსილებათა გარკვეული ნაწილი დელეგირების საფუძველზე გადასცეს კავშირის ხელმძღვანელ სხვა პირს. |