Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 5
საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისა და პრემიების შესახებ article 4 საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოებისა და საქართველოს სახელმწიფო პრემიების მინიჭების წესი. 1. პირი საქართველოს სახელმწიფო ჯილდოთი ჯილდოვდება და პირს საქართველოს სახელმწიფო პრემია ენიჭება საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ამ კანონით დადგენილი საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოებისა და საქართველოს სახელმწიფო პრემიების მინიჭების პირობებისა და წესის შესაბამისად. 2. ამ კანონით გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო ჯილდოთი (გარდა ამ კანონის მე-2 მუხლის „ა.ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო ჯილდოსი) ჯილდოვდება, როგორც წესი, საქართველოს მოქალაქე და ამ კანონით გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო პრემია ენიჭება, როგორც წესი, საქართველოს მოქალაქეს. საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით შეიძლება ამ კანონით გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო ჯილდოთი დაჯილდოვდეს უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი და ამ კანონით გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო პრემია მიენიჭოს უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს. ამ კანონის მე-2 მუხლის „ა.ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო ჯილდოთი ჯილდოვდება უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი. |
საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისა და პრემიების შესახებ article 4 3. პირს საქართველოს სახელმწიფო ჯილდოთი (გარდა ამ კანონის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა) აჯილდოებს საქართველოს პრეზიდენტი საკუთარი ინიციატივით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან და საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით, აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე. პირს ამ კანონის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში აჯილდოებს საქართველოს პრეზიდენტი საკუთარი ინიციატივით ან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს მინისტრის, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოებისა და მთავრობების ხელმძღვანელების, საქართველოს გენერალური პროკურორის, გენერალური აუდიტორის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და მუნიციპალიტეტის მერის წარდგინების საფუძველზე. |
საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისა და პრემიების შესახებ article 4 4. დაჯილდოებულ პირს საქართველოს სახელმწიფო ჯილდოს და შესაბამის მოწმობას საზეიმოდ გადასცემს საქართველოს პრეზიდენტი ან საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილების (რეზოლუციის) საფუძველზე – ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული თანამდებობის პირი ან სხვა ოფიციალური პირი. 5. დაჯილდოებული პირი ახალი დამსახურებისათვის შეიძლება კვლავ დაჯილდოვდეს იმავე ან სხვა საქართველოს სახელმწიფო ჯილდოთი, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. პირი საქართველოს სახელმწიფო ჯილდოთი შეიძლება დაჯილდოვდეს სიკვდილის შემდეგაც. 6. საქართველოს სახელმწიფო ჯილდოთი დაჯილდოებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვასა და გადაწყვეტასთან დაკავშირებული საპროცედურო და საორგანიზაციო საკითხები განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით. 7. ორდენის აღწერილობასა და მედლის აღწერილობას განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი. 8. შოთა რუსთაველის სახელობის პრემია გაიცემა 3 წელიწადში ერთხელ, არაუმეტეს 5-ისა, საქართველოს ეროვნული პრემია − ყოველწლიურად, არაუმეტეს 2-ისა, ხოლო ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია − 2 წელიწადში ერთხელ, არაუმეტეს 1-ისა. |
საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისა და პრემიების შესახებ article 4 9. საქართველოს სახელმწიფო პრემია გაიცემა შესაბამისი კონკურსის შედეგების მიხედვით. კონკურსის პირობები და მის ჩატარებასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით. 10. საქართველოს სახელმწიფო პრემიის მოსაპოვებლად შესაბამისი პრემიის ლაურეატთა გამოვლენის მიზნით კანდიდატურები წარედგინება საქართველოს პრეზიდენტის მიერ შექმნილ კომისიას. 11. საქართველოს სახელმწიფო პრემიის მოსაპოვებლად კანდიდატურების წარდგენის უფლება აქვთ შესაბამისი ავტორიტეტისა და კომპეტენციის მქონე იმ სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულებებს, შემოქმედებით ან სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, საინიციატივო ჯგუფებს, რომლებიც მეცნიერების, ხელოვნების ან/და ლიტერატურის დარგში საქმიანობენ. 12. დასაშვებია ერთსა და იმავე დარგში ორი ან ორზე მეტი საქართველოს სახელმწიფო პრემიის გაცემა. ავტორთა ჯგუფისთვის/თანაავტორებისთვის საქართველოს სახელმწიფო პრემიის მინიჭებისას შესაბამისი ერთდროული ფულადი გასაცემელი მათ შორის თანაბრად ნაწილდება. 13. საქართველოს სახელმწიფო პრემია შეიძლება მიენიჭოს გარდაცვლილ მეცნიერს, შემოქმედს ან/და სხვა ავტორს, თუ მისი ნაშრომი/ნაწარმოები საკონკურსო განაცხადების მიღების დასრულებამდე გამოქვეყნდა და აკმაყოფილებს ამ კანონის საფუძველზე დადგენილ პირობებს. |
საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისა და პრემიების შესახებ article 4 14. პირის გარდაცვალების შემდეგ მისი საქართველოს სახელმწიფო ჯილდოთი დაჯილდოებისა და მისთვის საქართველოს სახელმწიფო პრემიის მინიჭების შემთხვევაში შესაბამისი ერთდროული ფულადი გასაცემელი ეძლევა ამ პირის მემკვიდრეს (არსებობის შემთხვევაში) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით. |