Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის შესახებ article 4 სახიფათო ნარჩენებისა და არასახიფათო ნარჩენების იდენტიფიკაცია. 1. ამ კანონის მიზნებისათვის სახიფათო ნარჩენებს განეკუთვნება: ა) ბაზელის კონვენციის I დანართით განსაზღვრული, კონტროლირებადი ნარჩენების კატეგორიათა ჯგუფები, რომლებიც ხასიათდება იმავე კონვენციის III დანართით დადგენილი სახიფათო თვისებებით; ბ) ბაზელის კონვენციის II დანართით განსაზღვრული, განსაკუთრებული განხილვისადმი დაქვემდებარებული ნარჩენების კატეგორიათა ჯგუფები, რომლებიც ხასიათდება იმავე კონვენციის III დანართით დადგენილი სახიფათო თვისებებით; გ) ბაზელის კონვენციის VIII დანართით განსაზღვრული ნარჩენები, რომლებიც ხასიათდება იმავე კონვენციის III დანართით დადგენილი სახიფათო თვისებებით; დ) ნარჩენების ნუსხის შესაბამისად განსაზღვრული სახიფათო ნარჩენები. 2. ამ კანონის მიზნებისათვის არასახიფათო ნარჩენებს განეკუთვნება: ა) ბაზელის კონვენციის IX დანართით განსაზღვრული ნარჩენები, თუ მათ არ აქვთ იმავე კონვენციის III დანართით დადგენილი სახიფათო თვისებები; ბ) ნარჩენების ნუსხის შესაბამისად განსაზღვრული არასახიფათო ნარჩენები. |
ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის შესახებ article 4 3. ბაზელის კონვენციის დანართებსა და ნარჩენების ნუსხას შორის ნარჩენების სახიფათო თვისებებთან დაკავშირებით განსხვავებული რეგულაციების არსებობის შემთხვევაში შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინება რეგულაციებს შორის უმკაცრესი. საქართველოს 2016 წლის 13 აპრილის კანონი №4952 - ვებგვერდი, 26.04.2016წ. |