FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

საჯარო შესყიდვების შესახებ

article  78

საჯარო შესყიდვის პროცედურების თავისებურებები.
1. თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში შემსყიდველი ორგანიზაცია იყენებს შეზღუდულ პროცედურას, კონკურენტულ დიალოგს, წინასწარი გამოქვეყნებით მოლაპარაკების პროცედურას ან წინასწარი გამოქვეყნების გარეშე მოლაპარაკების პროცედურას. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია ღია პროცედურა გამოიყენოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც საჯარო შესყიდვა არ მოიცავს სახელმწიფო საიდუმლოებისთვის მიკუთვნებულ ინფორმაციას და შესყიდვის ხელშეკრულების ყველა ტექნიკური, სამართლებრივი და ფინანსური ასპექტი წინასწარ არის ცნობილი.
2. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია წინასწარი გამოქვეყნების გარეშე მოლაპარაკების პროცედურა, გარდა ამ კანონის 33-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლებისა, გამოიყენოს აგრეთვე, როდესაც შესყიდვის ხელშეკრულება საზღვარგარეთ განლაგებული ან განსალაგებელი საქართველოს თავდაცვის ძალების საჰაერო ან საზღვაო გზით გადაყვანას ეხება და შემსყიდველი ორგანიზაცია იძულებულია აღნიშნული მომსახურება იმ ეკონომიკური ოპერატორისგან შეისყიდოს, რომელიც ვალდებულების შესრულების გარანტიას მხოლოდ ისეთი მოკლე პერიოდისთვის იძლევა, რომ ვერ იქნება გამოყენებული ამ კანონით დადგენილი შესყიდვის პირობების გაცნობისა და განაცხადის/წინადადების წარდგენის ვადები, მათ შორის, ამ კანონის 54-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად შემცირებული ვადები.