FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

article  2135

სასამართლოსათვის მიმართვა.
1. სასამართლო ამ თავით დადგენილი წესით განიხილავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის − არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის (შემდგომ − არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი) სპეციალისტთა ჯგუფის (შემდგომ − სპეციალისტთა ჯგუფი) შუამდგომლობას არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნის შესახებ ან არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში ყოფნის ვადის გაგრძელების შესახებ.
2. სპეციალისტთა ჯგუფის შუამდგომლობა სასამართლოს წარედგინება „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 48-7 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, შუამდგომლობის წარდგენის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში.