Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
აკვაკულტურის შესახებ article 36 ზედამხედველობის განმახორციელებელი უფლებამოსილი ორგანოსთვის ინფორმაციისა და დოკუმენტების მიწოდებისა და ხელის შეწყობის ვალდებულება. 1. ნებისმიერი პირი, რომელიც აკვაკულტურის საქმიანობას ახორციელებს, ვალდებულია ამ კანონით განსაზღვრული ზედამხედველობის განმახორციელებელი უფლებამოსილი ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში მას მიაწოდოს ინფორმაცია, დოკუმენტები, ნიმუშები და მასალები და გაუწიოს ამ ორგანოს მიერ თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად აუცილებელი სხვა სახის დახმარება. 2. ნებისმიერი პირი, რომელიც აკვაკულტურის საქმიანობას ახორციელებს, ვალდებულია ზედამხედველობის განმახორციელებელ უფლებამოსილ ორგანოს მისცეს ამ საქმიანობის განხორციელების ადგილზე შესვლისა და მოწყობილობისა და აღჭურვილობის ხელმისაწვდომობის უფლება ამ ორგანოს მიერ თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად. |