Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ენერგოეტიკეტირების შესახებ article 10 ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა და სახდელები. 1. მიმწოდებლის/დილერის მიერ უფლებამოსილი პირისთვის ბაზარზე განთავსებული პროდუქტის ამ კანონის მე-9 მუხლის მე-3, მე-4, მე-9 და მე-12 პუნქტებით გათვალისწინებული ზედამხედველობის განხორციელების პროცესში ხელის შეშლა − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. 2. მიმწოდებლის/დილერის მიერ პროდუქტის რეალიზაციის შეჩერების შესახებ უფლებამოსილი პირის დადგენილების შეუსრულებლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. 6. ამ მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა არსებობის შემთხვევაში უფლებამოსილი პირი ადგენს აღნიშნულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს. 7. ამ მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს განიხილავს რაიონული (საქალაქო) სასამართლო. |