Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი article 141 სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების კვარტალური ანგარიშის განხილვა. 1. პარლამენტი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მეშვეობით ახორციელებს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების საერთო, თანამიმდევრულ კონტროლს. სხვა კომიტეტები ბიუჯეტის შესრულების კონტროლს, როგორც წესი, ახორციელებენ მათი სფეროების მიხედვით. 2. ყოველი კვარტალის დასრულებიდან 1 თვის ვადაში საქართველოს ფინანსთა სამინისტრო პარლამენტს წარუდგენს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების კვარტალურ მიმოხილვას ნაზარდი ჯამით. 3. საბიუჯეტო წლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მიმოხილვას, როგორც წესი, განიხილავს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, ხოლო სხვა კომიტეტები მას განიხილავენ მათი სფეროების მიხედვით. ისინი უფლებამოსილი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისგან მოითხოვონ და მიიღონ დამატებითი ინფორმაცია. საკომიტეტო განხილვებს ორგანიზებას უწევს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი. განხილვების შედეგები, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის გადაწყვეტილებით, წარედგინება პარლამენტს, რომელმაც შეიძლება განიხილოს ისინი. |