Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ article 10 სხვა სახელმწიფოს მიერ გაცემული კომპეტენციის სერტიფიკატის აღიარება. 1. მეზღვაური, რომელსაც აქვს STCW-ის კოდექსის თანახმად კონვენციის წევრი სხვა სახელმწიფოს მიერ გაცემული მოქმედი კომპეტენციის სერტიფიკატი, უფლებამოსილია იმსახუროს საქართველოს დროშით მცურავ გემზე, თუ მისი კომპეტენციის სერტიფიკატი აღიარებულია სააგენტოს მიერ ამ მუხლის შესაბამისად. 2. სააგენტოს უფლება აქვს, აღიაროს სხვა სახელმწიფოს მიერ გაცემული კომპეტენციის სერტიფიკატი, თუ ამ სახელმწიფოსთან საქართველოს დადებული აქვს საერთაშორისო ხელშეკრულება. 3. კომპეტენციის სერტიფიკატის აღიარება იზღუდება იმ უფლებამოსილებებით, ფუნქციებითა და კომპეტენციის ფარგლებით, რომლებიც მითითებულია სერტიფიკატში. აღიარებულ კომპეტენციის სერტიფიკატს უნდა ახლდეს აღიარების დამადასტურებელი საბუთი. 4. სააგენტოს უფლება აქვს, აღიაროს კონვენციის წევრის მიერ ან მისი უფლებამოსილებით გაცემული გემის კაპიტნის/ოფიცრის სერტიფიკატი, თუ: ა) სააგენტო ყველა საჭირო ზომის მიღებით, რაც შესაძლებელია მოიცავდეს აღჭურვილობათა და პროცედურათა ინსპექტირებას, დაადასტურებს, რომ კომპეტენციის სერტიფიკატისა და მისი დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემისა და ჟურნალების წარმოების სტანდარტებით გათვალისწინებული მოთხოვნები კონვენციის წევრი შესაბამისი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ სრულადაა დაცული; |
მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ article 10 ბ) შესაბამის სახელმწიფოსთან შეთანხმებულია, რომ კონვენციის შესაბამისად მას დაუყოვნებლივ ეცნობება სერტიფიცირების პროცესთან დაკავშირებული ნებისმიერი მნიშვნელოვანი ცვლილების შესახებ; გ) შესაბამისი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო დაადასტურებს, რომ კომპეტენციისა და სერტიფიცირების სტანდარტების, აგრეთვე ხარისხის სტანდარტების თაობაზე კონვენციით განსაზღვრული მოთხოვნები ამ წევრის მიერ სრულად არის დაცული. 5. კომპეტენციის სერტიფიკატის აღიარება არ მოხდება, თუ მისი გამცემი სახელმწიფო არ არის კონვენციის წევრი, ან თუ საზღვაო უსაფრთხოების კომიტეტი დაადგენს, რომ ამ სახელმწიფოში არ სრულდება კონვენციით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა. 6. ამ კანონის მე-9 მუხლის დებულებათა მიუხედავად, სააგენტოს უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში, ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულების შესაბამისად, დართოს მეზღვაურს, გარდა რადიოწესებით განსაზღვრული რადიოკავშირის ოფიცრისა ან რადიოკავშირის ოპერატორისა, საქართველოს დროშით მცურავ გემზე 3 თვემდე ვადით მუშაობის უფლება, თუ მეზღვაურს აქვს შესაბამისი კომპეტენციის სერტიფიკატი, რომელიც გაცემულია კონვენციის წევრის მიერ, მაგრამ ჯერ არ არის სააგენტოს მიერ დადასტურებული. ამ შემთხვევაში სააგენტო გასცემს განაცხადის მიღების სერტიფიკატს (CRA) არა უმეტეს 3 თვის ვადით. |