Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
პროკურატურის შესახებ article 9 დაქვემდებარება და უფლებამოსილების დელეგირება. 1. ყველა პროკურორი და პროკურატურის სხვა თანამშრომელი ექვემდებარება გენერალურ პროკურორს. 2. ზემდგომი პროკურორისადმი ქვემდგომი პროკურორის დაქვემდებარება გულისხმობს: ა) ზემდგომი პროკურორის მიერ ქვემდგომი პროკურორისათვის პროკურატურის ორგანიზაციისა და საქმიანობის საკითხებზე მიცემულ მითითებათა შესრულების სავალდებულოობას; ბ) ქვემდგომი პროკურორის პასუხისმგებლობას ზემდგომი პროკურორის წინაშე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას; გ) ზემდგომი პროკურორის მიერ აუცილებლობის შემთხვევაში ქვემდგომი პროკურორის უფლებამოსილებათა განხორციელებას ან ქვემდგომი პროკურორისათვის თავისი ცალკეული უფლებამოსილების განხორციელების დაკისრებას; დ) ზემდგომი პროკურორის მიერ ქვემდგომი პროკურორის გადაწყვეტილებისა და აქტის გაუქმებას, მათში ცვლილების შეტანას, მათი სხვა გადაწყვეტილებით ან აქტით შეცვლას; ე) ზემდგომი პროკურორის მიერ ქვემდგომი პროკურორის გადაწყვეტილებასა და აქტზე საჩივრის განხილვას; ვ) ქვემდგომი პროკურორის მიერ ზემდგომი პროკურორისათვის თავისი საქმიანობის შესახებ ანგარიშის, ინფორმაციის, საქმისა და მასალის წარდგენას. |
პროკურატურის შესახებ article 9 3. გენერალური პროკურორი უფლებამოსილია განსაზღვროს ზემდგომი პროკურორისადმი ქვემდგომი პროკურორის დაქვემდებარების სხვა ფორმები, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და ამ კანონს. 4. ქვემდგომი პროკურორი და პროკურატურის სხვა თანამშრომელი ვალდებული არიან შეასრულონ ზემდგომი პროკურორის ყველა კანონიერი მოთხოვნა და მითითება. 5. პროკურატურის ორგანოების სტრუქტურა და უფლებამოსილება განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს გენერალური პროკურორი. |