FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ

article  30

ორგანოს მოპოვება.
1. ორგანო შეიძლება მოპოვებულ იქნეს მხოლოდ დონორ კლინიკაში/გადანერგვის ცენტრში, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. ამ კლინიკას/ცენტრს უნდა ჰყავდეს დონორ-კოორდინატორი და დონორის მართვის გამოცდილების მქონე რეანიმატოლოგი.
2. ორგანო შეიძლება მოპოვებულ იქნეს აგრეთვე იმ სამედიცინო დაწესებულებაში, რომელიც არ არის დონორი კლინიკა/გადანერგვის ცენტრი, თუ დონორის მართვის პროცესში თავის ტვინის სიკვდილის დადასტურების ეტაპიდან ჩაერთვებიან მოწვეული დონორ-კოორდინატორი და დონორის მართვის გამოცდილების მქონე რეანიმატოლოგი.
3. დონორი ჯგუფის ფუნქციები და უფლება-მოვალეობები, აგრეთვე მისი წევრების კვალიფიკაციასა და მომზადებასთან დაკავშირებული მოთხოვნები განისაზღვრება ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ბრძანებით. დონორმა ჯგუფმა, რომელიც ორგანოს მოპოვებას ახორციელებს, უნდა დაიცვას დადგენილი წესით შემუშავებული და დამტკიცებული ოპერაციული პროტოკოლები სულ მცირე შემდეგი საკითხების შესახებ:
    ა) დონორის ვინაობის დამოწმება;
    ბ) იმის დამოწმება, რომ პირის გარდაცვალების ფაქტის დადგენის ფორმა სათანადოდ არის შევსებული და ხელმოწერილი;
ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ

article  30

გ) დონორის ან დონორის ოჯახის მიერ ორგანოს დონაციაზე თანხმობასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესრულების ან რაიმე საჩივრის არარსებობის შესახებ დეტალური ინფორმაციის დამოწმება;
    დ) დონორის დახასიათებასა და ორგანოს დახასიათებასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესრულების შემოწმება;
    ე) ორგანოს მოპოვება, პრეზერვაცია, შეფუთვა და მარკირება;
    ვ) ორგანოს ტრანსპორტირება;
    ზ) მიკვლევადობა, შესაბამისი მონაცემების ჩაწერა და ანგარიშგება (ორგანოს მოპოვების სპეციფიკური ანგარიში);
    თ) სერიოზული გვერდითი მოვლენისა და სერიოზული გვერდითი რეაქციის შესახებ შეტყობინება, ანგარიშგება და მართვა;
    ი) ორგანოს მოსაპოვებლად განკუთვნილი მასალებისა და აღჭურვილობის სათანადო წესით მოხმარება;
    კ) გარდაცვლილი პირისგან ორგანოს (ორგანოების) ამოღების შემდეგ მისი სხეულის მოვლა და მოწესრიგება.
4. დონორი ჯგუფის ქირურგმა თითოეული ორგანოს დონაციის შემდეგ უნდა მოამზადოს ორგანოს მოპოვების შესახებ შეტყობინება (ოქმი). მისი შინაარსი განისაზღვრება ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ბრძანებით. დონორი კლინიკა/გადანერგვის ცენტრი ამ შეტყობინებას (ოქმს) წარუდგენს კომპეტენტურ უწყებას, აგრეთვე შესაბამის ინფორმაციას ასახავს გადანერგვის საინფორმაციო ცენტრში.
ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ

article  30

5. ორგანოს მოპოვების შესახებ შეტყობინების (ოქმის) ბეჭდური ასლი უნდა დაერთოს გადანერგვის მიზნით მოპოვებულ თითოეულ ორგანოს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ორგანოს მოპოვებასა და გადანერგვას ერთი და იგივე დაწესებულება/გადანერგვის ცენტრი ახორციელებს.
6. ორგანოს მოპოვების პროცედურები (მათ შორის, ორგანოს მოპოვების შესახებ შეტყობინების (ოქმის) ფორმატი) განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.