Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ article 54 დედამიწის ოზონის შრის დაცვა. 1. მონრეალის ოქმით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესასრულებლად, დედამიწის ოზონის შრის დაცვის მიზნით სავალდებულოა საქართველოს ტერიტორიაზე ეტაპობრივად შემცირდეს ან შეწყდეს ისეთი ქიმიური ნივთიერებების წარმოება და გამოყენება, რომლებიც ზეგავლენას ახდენს ოზონის შრეზე და შლის მას. 2. მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტი, ექსპორტი, რეექსპორტი და ტრანზიტი ხორციელდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 72 პუნქტით გათვალისწინებული ნებართვის საფუძველზე. მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებებისა და მათი შემცველი პროდუქციის იდენტიფიკაცია და შესაბამისი სტატისტიკის წარმოება ხორციელდება სეს ესნ-ის გამოყენებით. 3. საქართველოს ტერიტორიაზე აკრძალულია მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ყველა ნივთიერების წარმოება და „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის გაცემის, წლიური საიმპორტო კვოტის განაწილების წესისა და სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით აკრძალული ნივთიერებებისა და მათი ნარევების იმპორტის (გარდა აუცილებელი ლაბორატორიული ან/და კვლევითი მიზნებისთვის იმპორტისა) განხორციელება. |
ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ article 54 4. მონრეალის ოქმით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესასრულებლად მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების მოხმარებიდან ეტაპობრივად ამოღების ეროვნული პროგრამისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და განხორციელებას კოორდინაციას უწევს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. 5. საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტი, ექსპორტი, რეექსპორტი და ტრანზიტი რეგულირდება ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, მათ შორის, „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის გაცემის, წლიური საიმპორტო კვოტის განაწილების წესისა და სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 6. მონრეალის ოქმით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტისა და მოხმარების შესახებ მონაცემთა შეგროვებასა და დამუშავებას უზრუნველყოფს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. |
ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ article 54 7. მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების შეძენა/გასხვისება დაშვებულია მხოლოდ სერტიფიცირებულ პირებს შორის, გარდა სერტიფიცირებული პირის მიერ მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების ამოღების/შეცვლის/დამატების მომსახურების გაწევისას შეძენისა/გასხვისებისა. 8. მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერების კონფისკაციის შემთხვევაში მას განკარგავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან შეთანხმებით. |
ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ article 54 1. უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის მოთხოვნების შესრულების უზრუნველსაყოფად მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობების მომსახურების (მათ შორის, მონტაჟისა და დემონტაჟის) უფლება აქვს მხოლოდ სერტიფიცირებულ პირს. 2. სერტიფიცირების ვალდებულება ეკისრება ყველა ფიზიკურ პირს, ინდივიდუალურ მეწარმესა და იურიდიულ პირს, რომელიც ემსახურება ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო მოწყობილობებს ან თბურ ტუმბოებს ან/და ახორციელებს მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების შეძენას/გასხვისებას, შეგროვებას, რეციკლირებას, აღდგენას ან განთავსებას. 3. ფიზიკურ პირზე შესაბამისი სერტიფიკატი გაიცემა 5 წლის ვადით, ხოლო ინდივიდუალურ მეწარმეზე ან/და იურიდიულ პირზე − 3 წლის ვადით. 4. სერტიფიცირების სისტემის დანერგვასა და სერტიფიცირებას უზრუნველყოფს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. |