Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ article 2 კანონის რეგულირების სფერო. 1. ეს კანონი განსაზღვრავს იმ მომხმარებლის უფლებების დაცვის ზოგად პრინციპებს, რომელიც სამართლებრივ ურთიერთობას ამყარებს მოვაჭრესთან მისი საქონლის ან მომსახურების პირადი მოხმარების მიზნით გამოსაყენებლად. 2. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე ისეთ შერეული მიზნის ხელშეკრულებაზე, რომელშიც პირადი მოხმარების ინტერესი კომერციულ ინტერესზე უპირატესია. ხელშეკრულებაში ინტერესის უპირატესობასთან დაკავშირებული ბუნდოვანება მომხმარებლის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. 3. მომხმარებლის უფლებების დასაცავად უპირატესობა ენიჭება შესაბამისი სფეროს მარეგულირებელ სპეციალურ კანონმდებლობას, თუ იგი არ აუარესებს მომხმარებლის ამ კანონით დადგენილ უფლებებს. ეს დათქმა არ შეიძლება განიმარტოს იმგვარად, რომ მან ერთი და იმავე დარღვევისთვის სხვადასხვა ნორმატიული აქტით გათვალისწინებული სანქციების დუბლირება გამოიწვიოს. 4. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება იმ ხელშეკრულებაზე, რომლითაც მოვაჭრე მოქმედებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ხელშეკრულებით მინიჭებული საჯარო უფლებამოსილების ფარგლებში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოვაჭრე მომხმარებელთან დებს ისეთ ხელშეკრულებას, რომელშიც მოვაჭრის კომერციული ინტერესი უპირატესია. |